კომპანია IDS Borjomi-ის ხელმძღვანელობამ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმინერალური წყალი "ბორჯომი"
მინერალური წყალი ბორჯომი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
კომპანია IDS Borjomi-ის თანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესი დღეს უნდა დაეწყოთ პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. კომპანია IDS Borjomi-ის ხელმძღვანელობამ 49 თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ბორჯომის“ ორივე ქარხანაში 685 ადამიანია დასაქმებული. 29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს.

„ჩვენ თანამშრომლებს შევთავაზეთ განახლებული პირობები, რაც, სამწუხაროდ, დასაქმებულთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ჩვენ იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტეს, IDS Borjomi-ის მთავარი ამოცანაა „პირველ რიგში, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“.
„შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით, ცვლილებები შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ნაცდური საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ კომპანიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და ახალი შრომითი კონტრაქტის პირობები გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი მზად არიან ახალ კონტრაქტებს ხელი მოაწერონ, მაგრამ მოითხოვეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი კონტრაქტის ვადის სამი თვით განსაზღვრის შესახებ გარანტიები.
დავითაშვილი: IDS Borjomi-თან დაკავშირებით იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ>>>
კომპანია IDS Borjomi-ის თანამშრომლებს, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესი დღეს უნდა დაეწყოთ. თუ 21 დღის განმავლობაში მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0