https://sputnik-georgia.com/20220505/davitashvili-ids-borjomi-dakavshirebit-iuridiul-detalebs-vazustebt-266439554.html
დავითაშვილი: IDS Borjomi-თან დაკავშირებით იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ
დავითაშვილი: IDS Borjomi-თან დაკავშირებით იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ
Sputnik საქართველო
სანქციების გამო კომპანია „ბორჯომმა“ წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი. 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T12:16+0400
2022-05-05T12:16+0400
2022-05-05T16:12+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_0:155:2048:1307_1920x0_80_0_0_296f7896bd837aec3d40e2b2e28d9604.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება კომპანია IDS Borjomi-ს, დასაქმებულების ინტერესებს და იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლე“ დააანონსა ისე, რომ კონკრეტული პირობები არ განუმარტავს.დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ „ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა განაახლონ. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროვებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება.კომპანია IDS Borjomi-ს თანამშრომლები, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესს დღეიდან იწყებენ. თუ 21 დღის განმავლობაში მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.კომპანიის თანამშრომლებმა გუშინ აქცია გამართეს და ახალი შრომითი კონტრაქტის პირობები გააპროტესტეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 140%-ის ნაცვლად 125%-ით მოხდება. ამასთან, კომპანიის გაჩერების პერიოდში თანამშრომლები ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა. გარდა ამისა, დამსაქმებელი ამიერიდან თანამშრომლებისთვის პრემიებს აღარ გასცემს. სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი IDS Borjomi-ში დასაქმებული 400 ადამიანის ინტერესებს იცავენ.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_119:121:1760:1352_1920x0_80_0_0_274fcbabb46028204da6d34fd6735a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
დავითაშვილი: IDS Borjomi-თან დაკავშირებით იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ
12:16 05.05.2022 (განახლებულია: 16:12 05.05.2022) სანქციების გამო კომპანია „ბორჯომმა“ წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება კომპანია IDS Borjomi-ს, დასაქმებულების ინტერესებს და იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლე“ დააანონსა ისე, რომ კონკრეტული პირობები არ განუმარტავს.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ „ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა განაახლონ. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროვებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება.
„ჩვენ პროცესში პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის მხარე მარტო ჩვენ არ ვართ და აგრეთვე არის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმელობის შეთანხმება გვაქვს, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.
კომპანია IDS Borjomi-ს თანამშრომლები, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესს დღეიდან იწყებენ. თუ 21 დღის განმავლობაში მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
კომპანიის თანამშრომლებმა გუშინ აქცია გამართეს და ახალი შრომითი კონტრაქტის პირობები გააპროტესტეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 140%-ის ნაცვლად 125%-ით მოხდება. ამასთან, კომპანიის გაჩერების პერიოდში თანამშრომლები ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა. გარდა ამისა, დამსაქმებელი ამიერიდან თანამშრომლებისთვის პრემიებს აღარ გასცემს.
სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი IDS Borjomi-ში დასაქმებული 400 ადამიანის ინტერესებს იცავენ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.