მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სანქციების შიშით: ჩინეთი ეკონომიკის სტრეს-ტესტს ატარებს

© AP Photo / Kin Cheungგამვლელი ჰონკონგის საქმიან რაიონში
გამვლელი ჰონკონგის საქმიან რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეკონომიკური მდგრადობის მასშტაბური ტესტი ჩაატაროს რუსეთთან თანამშრომლობისთვის სანქციების შიშის ფონზე, იუწყება The Guardian წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, სტრეს-ტესტი ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტესტში მონაწილეობენ ძირითადი სამთავრობო უწყებები — დაწყებული საბანკო სექტორიდან, დასრულებული საერთაშორისო ვაჭრობის მარეგულირებლებით.

„სწავლებაში მონაწილეები იმას, როგორც რუსეთს მოექცნენ, ჩინეთის პოლიტიკის საფუძვლად იყენებენ იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლეთი მასაც მსგავსად მოექცევა“, — განმარტა წყარომ.

მისი თქმით, პეკინი ასეთ სტრეს-ტესტს „ბუნებრივ რეაქციად“ მიიჩნევს იმაზე, რაც რუსეთის მიმართ ხდება, ვინაიდან ჩინეთს ფართო კავშირები აქვს მასთან.
როგორ გამოცემა აღნიშნავს, მსგავსი ტესტების ჩატარება შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს – რამდენად ძვირი დაუჯდება ქვეყანას რუსეთის მხარდაჭერა არსებულ ვითარებაში.
მანამდე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განცხადეს, რომ მზად არიან სანქციები დაუწესონ ჩინეთს რუსეთთან კავშირების შენარჩუნების გამო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს მკაცრი სანქციები დაუწესდა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0