https://sputnik-georgia.com/20220505/apple-starbucks-lokdauni-cinetsi-266450944.html
Apple, Starbucks და სხვა კორპორაციები ჩინეთში „ლოკდაუნს“ უჩივიან
Apple, Starbucks და სხვა კორპორაციები ჩინეთში „ლოკდაუნს“ უჩივიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები COVID-19-თან დაკავშირებით, რის გამოც სრულად ჩაიკეტა შანხაი, ხოლო პეკინში... 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T16:24+0400
2022-05-05T16:24+0400
2023-07-20T15:44+0400
ჩინეთი
covid-19
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/05/266450872_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_aa0d82719820d0119a18a31e9b9c925a.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები COVID-19-თან დაკავშირებით, რის გამოც სრულად ჩაიკეტა შანხაი, ხოლო პეკინში ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ბიზნესზე, უწყება CNBC.გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლების ვარდნას აფიქსირებენ ჩინეთში მოღვაწე ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Starbucks, Apple, DuPont, Estee Lauder და სხვები.მაგალითად, Starbucks-ში აღნიშნეს, რომ ჩინეთში გაყიდვები წლის პირველ სამ თვეში 23%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.Apple კი აცხადებს, რომ შანხაიში კომპანიის თითქმის ყველა ქარხანაში წარმოების განახლების მიუხედავად, გაყიდვები მიმდინარე კვარტალში შეიძლება 4-8 მილიარდი დოლარით ნაკლები იყოს — ჩინეთში COVID-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ასევე ლოგისტიკური პრობლემებისა და ჩიპების დეფიციტის გამო.რაც შეეხება DuPont-ს, სრული ლოკდაუნის ზონაში მისი ორი ქარხანა აღმოჩნდა, რომლებიც მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან შეძლებს.გარდა ამისა, კომპანია ასევე ელოდება პრობლემებს ნედლეულისა და მარაგის მიწოდებასთან დაკავშირებით. შედეგად, DuPont-ის შეფასებით, მეორე კვარტალში მისი შემოსავალი პროგნოზირებულზე რამდენადმე დაბალი იქნება — დაახლოებით 3,2 მილიარდი დოლარი.Estee Lauder-მა ასევე შეამცირა თავისი პროგნოზები მიმდინარე ფინანსური წლისთვის, რომელიც 30 ივნისს მთავრდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ნაცვლად პროგნოზირებული 14,5%-ისა, შემოსავლების ზრდა მხოლოდ 7-9%-მდეა მოსალოდნელი.აღინიშნება, რომ ჩინეთში პრობლემები შეექმნა არა მარტო საერთაშორისო ბიზნესს, არამედ ჩინურ კომპანიებსაც. Morgan Stanley-ის მონაცემებით, მსხვილი ჩინური კომპანიების თითქმის ნახევარმა მოსალოდნელზე უარესი კვარტალური შედეგები დააფიქსირა, რაც ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 2020 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/05/266450872_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_2b6fb57ff5d7781af20a1f7a223ef50e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, covid-19, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, covid-19, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები COVID-19-თან დაკავშირებით, რის გამოც სრულად ჩაიკეტა შანხაი, ხოლო პეკინში ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ბიზნესზე, უწყება
CNBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლების ვარდნას აფიქსირებენ ჩინეთში მოღვაწე ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Starbucks, Apple, DuPont, Estee Lauder და სხვები.
მაგალითად, Starbucks-ში აღნიშნეს, რომ ჩინეთში გაყიდვები წლის პირველ სამ თვეში 23%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Apple კი აცხადებს, რომ შანხაიში კომპანიის თითქმის ყველა ქარხანაში წარმოების განახლების მიუხედავად, გაყიდვები მიმდინარე კვარტალში შეიძლება 4-8 მილიარდი დოლარით ნაკლები იყოს — ჩინეთში COVID-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ასევე ლოგისტიკური პრობლემებისა და ჩიპების დეფიციტის გამო.
რაც შეეხება DuPont-ს, სრული ლოკდაუნის ზონაში მისი ორი ქარხანა აღმოჩნდა, რომლებიც მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან შეძლებს.
გარდა ამისა, კომპანია ასევე ელოდება პრობლემებს ნედლეულისა და მარაგის მიწოდებასთან დაკავშირებით. შედეგად, DuPont-ის შეფასებით, მეორე კვარტალში მისი შემოსავალი პროგნოზირებულზე რამდენადმე დაბალი იქნება — დაახლოებით 3,2 მილიარდი დოლარი.
Estee Lauder-მა ასევე შეამცირა თავისი პროგნოზები მიმდინარე ფინანსური წლისთვის, რომელიც 30 ივნისს მთავრდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ნაცვლად პროგნოზირებული 14,5%-ისა, შემოსავლების ზრდა მხოლოდ 7-9%-მდეა მოსალოდნელი.
აღინიშნება, რომ ჩინეთში პრობლემები შეექმნა არა მარტო საერთაშორისო ბიზნესს, არამედ ჩინურ კომპანიებსაც. Morgan Stanley-ის მონაცემებით, მსხვილი ჩინური კომპანიების თითქმის ნახევარმა მოსალოდნელზე უარესი კვარტალური შედეგები დააფიქსირა, რაც ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 2020 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.