ტოვებს თუ არა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცერცვაძე თანამდებობიდან გადადგა.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. კითხვაზე, ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხს ამაზე უახლოეს მომავალში გასცემს.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა ეს კლინიკაში არ დაუდასტურებიათ.

„გავიგე ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. დღის განმავლობაში შევხვდებით, რამდენიმე დღეა არ გვისაუბრია. შემდეგ შევძლებ გიპასუხოთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკის თანამშრომლები გუშინ შეხვდნენ ცერცვაძეს და მისგან პაციენტების მკურნალობის თაობაზე დავალებები მიიღეს.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს. ბატონი თენგიზი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. წუხელ გვქონდა შეხვედრა, მოვახსენე პაციენტების მდგომარეობის შესახებ, რაზეც დაინტერესებული იყო. მოგვცა შესაბამისი მითითებები. მეტი ინფორმაცია ნამდვილად არაფერი მაქვს“, – განაცხადა ენდელაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი ქვეყნის პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღო.
როდის დასრულდება პანდემია - თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი>>
ცერცვაძემ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო იმუნოლოგიის სფეროში აივ–შიდსთან ბრძოლის სფეროში და შიდსის კვლევის ცენტრი დააარსა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში პირველი პროგრამის – С ჰეპატიტის აღმოფხვრის შემუშავებაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.
პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იმკურნალონ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ (Gilead Sciences) ძვირადღირებული მედიკამენტებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ცერცვაძემ, რომელიც 70 წლისაა და რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს ებრძვის, აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა იყო, რათა რისკისთვის სახეში ჩაეხედა. მისი თქმით, ეს მისთვის უზარმაზარი აზარტია მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.
ყველა ახალი ამბავი
0