https://sputnik-georgia.com/20220504/sagzao-mozraobis-dargvevaze-jarimebi-izrdeba-chamonatvali-266407815.html
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: სრული ჩამონათვალი
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: სრული ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
პარკირების ზოგი წესის დარღვევაზე ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. 04.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-04T11:00+0400
2022-05-04T11:00+0400
2022-05-04T15:14+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/40/247804051_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_82a8567bb7b8941e9a59ca7f506cae39.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ იგნორირებისთვის ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი.ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მოძრაობისთვის ჯარიმა კვლავ 100 ლარი იქნება, თუმცა, სიახლის თანახმად, დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან მუნიციპალური ტაქსები და ის ტრანსპორტი, რომლებსაც მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული. ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ან ველობილიკზე ავტომობილის მოძრაობისა ან გაჩერებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება.ამდენითვე იზრდება ჯარიმა ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს მგზავრების გადაყვანის ლიცენზია.სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი დაექვემდებარება 100 ლარით დაჯარიმებას ამჟამინდელი 50 ლარის ნაცვლად.გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს უფლება ექნება მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს, თუ მისი მფლობელი ადგილზე არ არის, მანქანა კი დგას ადგილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება, აფერხებს ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის ან შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია ან „საცობი“.თბილისს მეტი საავტობუსო ზოლი და ველობილიკი ესაჭიროება - ექსპერტი>>>ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელმა, ჯარიმის გარდა, მუნიციპალიტეტს ავტომობილის ევაკუაციისა და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულება უნდა გადაუხადოს.კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას თბილისში პარკინგის ღირებულების გადაუხდელობისთვის.ასევე ორმაგდება და 100 ლარი გახდება ჯარიმა ელექტრომობილების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის.50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირების შემთხვევაშიც. ასევე 100 ლარი იქნება ჯარიმა მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალური პარკირების ადგილებზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის.თბილისის საზღვრებში პარკირების სხვა წესების დარღვევისათვის ჯარიმა დღეს მოქმედი 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/40/247804051_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_aeed47dae2edaeea8a96644319602116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: სრული ჩამონათვალი
11:00 04.05.2022 (განახლებულია: 15:14 04.05.2022) პარკირების ზოგი წესის დარღვევაზე ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ იგნორირებისთვის ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მოძრაობისთვის ჯარიმა კვლავ 100 ლარი იქნება, თუმცა, სიახლის თანახმად, დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან მუნიციპალური ტაქსები და ის ტრანსპორტი, რომლებსაც მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული.
ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ან ველობილიკზე ავტომობილის მოძრაობისა ან გაჩერებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება.
ამდენითვე იზრდება ჯარიმა ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს მგზავრების გადაყვანის ლიცენზია.
სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი დაექვემდებარება 100 ლარით დაჯარიმებას ამჟამინდელი 50 ლარის ნაცვლად.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს უფლება ექნება მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს, თუ მისი მფლობელი ადგილზე არ არის, მანქანა კი დგას ადგილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება, აფერხებს ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის ან შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია ან „საცობი“.
ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელმა, ჯარიმის გარდა, მუნიციპალიტეტს ავტომობილის ევაკუაციისა და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულება უნდა გადაუხადოს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას თბილისში პარკინგის ღირებულების გადაუხდელობისთვის.
ასევე ორმაგდება და 100 ლარი გახდება ჯარიმა ელექტრომობილების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის.
50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირების შემთხვევაშიც. ასევე 100 ლარი იქნება ჯარიმა მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალური პარკირების ადგილებზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის.
თბილისის საზღვრებში პარკირების სხვა წესების დარღვევისათვის ჯარიმა დღეს მოქმედი 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.