მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაიკეტა მეტრო, გაჩერდა ავტობუსები: პეკინი შანხაის ბედს ებრძვის

© AP Photo / Andy Wong
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ხელისუფლებამ დღეს მეტროს ათობით სადგური და ავტობუსების მარშრუტები ჩაკეტა, რათა COVID-19-ის გავრცელება შეაჩეროს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია მეტროს 60-ზე მეტ სადგურსა და ავტობუსის 158 მარშრუტზე.

„ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესაბამისად, 2022 წლის 4 მაისიდან იკეტება მეტროს რამდენიმე სადგური, სანამ სპეციალური შეტყობინება არ გამოქვეყნდება“, — ნათქვამია პეკინის მეტროს ადმინისტრაციის განცხადებაში.

ხელისუფლება ცდილობს, ამ სახით აიცილოს თავიდან შანხაის ბედი, რომელიც უკვე თვეზე მეტია, რაც მკაცრ საკარანტინო პირობებში ცხოვრობს.
დღეიდან პეკინში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისა და სუპერმარკეტში შესასვლელად სავალდებულო ხდება უარყოფითი ტესტის წარდგენა, რომელიც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში იქნება გაცემული.
ქალაქში მანამდე უკვე დაიკეტა ბევრი სავაჭრო ცენტრი, კაფე, კინოთეატრი და სპორტდარბაზი. არ მუშაობს სკოლები და საბავშვო ბაღები.
ბოლო მონაცემებით, პეკინში ამ დროისათვის COVID-19-ის გავრცელების 12 მაღალი რისკის ზონა და 34 საშუალო რისკის ზონა არსებობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. 22 აპრილიდან დღემდე ჩინეთის დედაქალაქში საერთო ჯამში COVID-19-ის 450-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0