ბელარუსში შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

© photo: Sputnik / Victor Tolochko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბელორუსში ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეაგირების დანაყოფების უეცარი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყება შემოწმების მიზნად „შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე პირადი შემადგენლობის მზადყოფნისა და ოპერატიული რეაგირების უნარის შეფასებას“ ასახელებს.
ამასთან სამინისტროში აღნიშნეს, რომ შემოწმება არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს.

„აღნიშნული ღონისძიება ჯარების წვრთნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა და არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ევროპულ თანამეგობრობას და არც მეზობელ ქვეყნებს“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

რამდენ ხანს გაგრძელდება შემოწმება, არ არის დაკონკრეტებული. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი, შემოწმების დროს ბელარუსის არმიის სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლასა და შერჩეულ რაიონებში მარშებს დაამუშავებენ, ასევე შეარულებენ სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს „უცნობ ადგილებში სწრაფად ცვალებად პირობებში“.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოს ბელარუსში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესწორებების თანახმად, ბელარუს სამხედროებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ მიმდინარე ოპერაციებში, თუ ეს აუცილებელია „კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ და „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“. ამასთან ერთად ქვეყნის ძირითად კანონში ჩაიწერება, რომ „გამოირიცხება ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო აგრესია სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ“.
ყველა ახალი ამბავი
0