მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირს ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტში პატრიარქ კირილის შეყვანაც სურს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ, გულისხმობს რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას ექვსი თვის განმავლობაში და ნავთობპროდუქტების იმპორტის წლის ბოლომდე შეწყვეტას, იტყობინება Wall Street Journal ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ამასთან, სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, ევროკავშირს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისთვისაც სურს სანქციების დაწესება. გარდა ამისა, მეექვსე პაკეტი ასევე მოიაზრებს „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 58 მოქალაქის შეყვანას, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის მეუღლისა და ორი შვილისა.
მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი მოიცავს SWIFT-დან ახალი ბანკების გათიშვას, ასევე ახალ სანქციებს „დეზინფორმაციისთვის“ და ნავთობის იმპორტის შეზღუდვას.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელი ინიციატივის განხილვას 4 მაისს, ხოლო გადაწყვეტილების მიღებას ამ კვირაში გეგმავს.
სავარაუდოდ, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის იმპორტზე უარის სათქმელად ოცი თვის ვადა მიეცემათ. მსგავსი შეღავათებით, სულ მცირე, კიდევ ორი ​​ქვეყანა — ჩეხეთი და ბულგარეთიც ისარგებლებენ.
აღინიშნება, რომ სანქციების დამტკიცებას ევროკავშირის ყველა წევრის ხმა სჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0