რამდენი ტურისტი შემოვიდა საქართველოში ბოლო ოთხ თვეში

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო ოთხ თვეში 820.796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის იანვარი–აპრილის პერიოდთან შედარებით 272,3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,2 პროცენტია აღდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 642.343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 233,9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი–აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52,2 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება გასული ერთი თვის მონაცემებს, მიმდინარე წლის აპრილში 244.293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით 184,9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37,7% პროცენტია.
ულამაზესი მირვეთი ახალ სიცოცხლეს შეიძენს - აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება>>
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ აპრილში 182.381 შეადგინა, რაც 140,5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52,3 პროცენტია აღდგენილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის თქმით, საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ტიპის აქტიურ ღონისძიებებს ატარებს. ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების შედეგად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას მიზნობრივ ბაზრებზე. შედეგად – იანვარი–აპრილის მონაცემებით, უკვე 52%-იანი აღდგენა გვაქვს ტურისტულ ვიზიტებში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სტარტია იმისათვის, რომ უკეთეს შედეგს მივაღწიოთ მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურისტული სფერო ყველაზე მეტად დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ სფეროს აღდგენა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0