ულამაზესი მირვეთი ახალ სიცოცხლეს შეიძენს - აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება

© Sputnik / Murad Orujovჩანჩქერი აჭარაში
ჩანჩქერი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
სოფელში გაჩნდება ბილიკები, საპიკნიკე ადგილები მაგიდებით და სკამებით
თბილისი, 30 აპრილი- Sputnik. მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი სოფელი მირვეთი, სადაც ცნობილი ჩანჩქერი მდებარეობს, ახალ სიცოცხლეს შეიძენს - აქ გაჩნდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
მირვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 19 კილომეტრში მდებარეობს. ეს რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით.
სოფელში არის საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები, რამდენიმე რესტორანი და საოჯახო სტილის კაფე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მირვეთის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. ამისთვის მერიამ ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, თუმცა პროექტის არარსებობის გამო ტენდერები ჩაიშალა. ტენდერის ღირებულება 350 ათასი ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, სოფელში მოეწყობა ბილიკები, მაგიდები და სკამები საპიკნიკე სივრცეებისთვის.
ტენდერი მირვეთის ჩანჩქერის კეთილმოწყობის პროექტზე აჭარის ტურიზმის სააგენტომ გამოაცხადა. იგეგმება მარშრუტებისა და საოჯახო ტიპის სასტუმრიების მონიშვნა.
მირვეთში ასევე მდებარეობს თამარ მეფის თაღოვანი ხიდი.
ყველა ახალი ამბავი
0