ტერორისტული დაჯგუფების წევრობა - სასამართლომ ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების შემდეგ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ხუთი პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე გააწევრიანა.
როგორ ებრძვის საქართველო ტერორიზმს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში>>>
ახლადგაწევრიანებული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ, რაც საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით დროულად აღიკვეთა.
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და დახმარების ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ ოთხ პირს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0