https://sputnik-georgia.com/20220418/rogor-ebrzvis-saqartvelo-terorizms-saxelmwifo-usafrtxoebis-samsaxuris-angarisi-266076648.html
როგორ ებრძვის საქართველო ტერორიზმს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
როგორ ებრძვის საქართველო ტერორიზმს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
Sputnik საქართველო
2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის საფრთხის ორი შემთხვევის გამოძიება
2022-04-18T23:39+0400
2022-04-18T23:39+0400
2022-04-18T23:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/97/238269794_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_a679c9a34e55f369506a73c90292d3a8.jpg
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. 2021 წელს საქართველოში რადიკალური ან ექსტრემისტული განწყობების კერები არ დაფიქსირებულა, ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის მოხსენებაში.„ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედება არახელსაყრელი იყო. ტერორიზმთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური უწყებების მხრიდან ქვეყანაში კოორდინირებული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ტერორისტულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის საფრთხის ორ ფაქტზე, ასევე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე თავდასხმის საფრთხის შემთხვევაზე. საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.ანგარიშში საუბარია სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო შემოსვლაზე.„სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ან შესაძლო მხარდამჭერებისა და მათი ოჯახის წევრების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნება მრავალი სახელმწიფოსთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით გამონაკლისი არც საქართველოა. სირიის არაბთა რესპუბლიკაში ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში სხვადასხვა დროს მებრძოლი საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები“, - ნათქვამია მოხსენებაში.უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოში მათი დაბრუნების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო ზომებს მიმართავს.დოკუმენტში ნათქვამია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოში შესაძლო შემოსვლის, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების მცდელობის თაობაზეც.„საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრი გზები და ე.წ. დერეფნები. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, - აცხადებენ უწყებაში.ამავე დროს, სუსის ინფორმაციით, მუდმივი დაკვირვება ხორციელდებოდა ტერორიზმთან სავარაუდოდ დაკავშირებულ სხვადასხვა ოპერაციებსა და ტრანზაქციებზე.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორიზმის დაფინანსების ან სხვაგვარი დახმარების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“ - ნათქვამია ანგარიშში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში გადაეცა პარლამენტს გასაცნობად და დასამტკიცებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/97/238269794_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_0ccf7b0b85af2163bd08b55a7028785d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტერორიზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს მოხსენება
საქართველო ტერორიზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს მოხსენება
როგორ ებრძვის საქართველო ტერორიზმს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
23:39 18.04.2022 (განახლებულია: 23:40 18.04.2022) 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის საფრთხის ორი შემთხვევის გამოძიება
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. 2021 წელს საქართველოში რადიკალური ან ექსტრემისტული განწყობების კერები არ დაფიქსირებულა, ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის მოხსენებაში.
„ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედება არახელსაყრელი იყო. ტერორიზმთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური უწყებების მხრიდან ქვეყანაში კოორდინირებული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ზომების მიღების შედეგად, ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისთვის სირთულეს წარმოადგენდა საქართველოში პოტენციური მხარდამჭერების შეძენა, ასევე, ტერორისტული აქტივობების დაფინანსება.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ტერორისტულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის საფრთხის ორ ფაქტზე, ასევე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე თავდასხმის საფრთხის შემთხვევაზე. საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
ანგარიშში საუბარია სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო შემოსვლაზე.
„სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ან შესაძლო მხარდამჭერებისა და მათი ოჯახის წევრების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნება მრავალი სახელმწიფოსთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით გამონაკლისი არც საქართველოა. სირიის არაბთა რესპუბლიკაში ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში სხვადასხვა დროს მებრძოლი საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოში მათი დაბრუნების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო ზომებს მიმართავს.
დოკუმენტში ნათქვამია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოში შესაძლო შემოსვლის, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების მცდელობის თაობაზეც.
„საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრი გზები და ე.წ. დერეფნები. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, - აცხადებენ უწყებაში.
ამავე დროს, სუსის ინფორმაციით, მუდმივი დაკვირვება ხორციელდებოდა ტერორიზმთან სავარაუდოდ დაკავშირებულ სხვადასხვა ოპერაციებსა და ტრანზაქციებზე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორიზმის დაფინანსების ან სხვაგვარი დახმარების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“ - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში გადაეცა პარლამენტს გასაცნობად და დასამტკიცებლად.