https://sputnik-georgia.com/20220503/solcma-kievsi-causvlelobis-mizezi-daasaxela-266387245.html
ასე არ შეიძლება: ოლაფ შოლცმა დაასახელა მიზეზი, რატომ არ ჩადის კიევში
ასე არ შეიძლება: ოლაფ შოლცმა დაასახელა მიზეზი, რატომ არ ჩადის კიევში
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი ეთქვას გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქვეყანაში ჩასვლაზე, „შესამჩნევი... 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T12:06+0400
2022-05-03T12:06+0400
2022-05-03T17:04+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
გერმანია
უკრაინა
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_0:0:2949:1659_1920x0_80_0_0_8f31c31342262315bfaca8aed576d081.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი ეთქვას გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქვეყანაში ჩასვლაზე, „შესამჩნევი ინციდენტია“, რომელიც ხელს უშლის კანცლერ ოლაფ შოლცის შესაძლო ვიზიტს უკრაინაში. ამის შესახებ თავად კანცლერმა შოლცმა განაცხადა ZDF-თან ინტერვიუში.მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში მიიღო, მას „გზას უღობავს“.ამასთან კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ შტაინმაიერს გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს, რაც ბოლო არჩევნებმა დაადასტურა.მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გააუქმა შტაინმაიერის 12 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი კიევში ისე, რომ განმარტება არ მიუცია. მასმედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გერმანიის პრეზიდენტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს უჭერდა მხარს. კიევში მიაჩნიათ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წარსულში ზედმეტად რბილი იყო რუსეთის მიმართ.გერმანიაში ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ამ ნაბიჯს „დიპლომატიური შეცდომა“ უწოდა.
გერმანია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_bc5e3c1b843431c07d7872fe3ac7121b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, გერმანია , უკრაინა , პოლიტიკა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი ეთქვას გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქვეყანაში ჩასვლაზე, „შესამჩნევი ინციდენტია“, რომელიც ხელს უშლის კანცლერ ოლაფ შოლცის შესაძლო ვიზიტს უკრაინაში. ამის შესახებ თავად კანცლერმა შოლცმა განაცხადა
ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში მიიღო, მას „გზას უღობავს“.
„ასე მოქცევა არ შეიძლება. გერმანიას, რომელიც ამხელა ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც მომავალში უსაფრთხოების გარანტიებისთვის სჭირდება მას, არ უნდა ეუბნებოდნენ, შენი პრეზიდენტის ჩამოსვლა არ შეიძლებაო“, — განაცხადა შოლცმა.
ამასთან კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ შტაინმაიერს გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს, რაც ბოლო არჩევნებმა დაადასტურა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გააუქმა შტაინმაიერის 12 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი კიევში ისე, რომ განმარტება არ მიუცია. მასმედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გერმანიის პრეზიდენტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს უჭერდა მხარს. კიევში მიაჩნიათ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წარსულში ზედმეტად რბილი იყო რუსეთის მიმართ.
გერმანიაში ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ამ ნაბიჯს „დიპლომატიური შეცდომა“ უწოდა.