რუსეთი რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რომის პაპთან დიალოგი მოსკოვისთვის ყველა ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვატიკანში ალექსანდრ ავდეევმა იტალიური მედიით გავრცელებულ პაპის ინტერვიუზე პასუხად.

„რომის პაპთან დიალოგი ნებისმიერ საერთაშორისო სიტუაციაში მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის. პონტიფიკოსთან საუბარი ყოველთვის სასურველია“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

მანამდე მილანურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ რომის პაპ ფრანცისკთან. პონტიფიკოსის თქმით, ის მზადაა გაემგზავროს მოსკოვში, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობისთვის.
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
მსოფლიო დღეს
პასუხი არ ჩანს: რომის პაპი პუტინთან შეხვედრას მარტიდან ითხოვს
პაპმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას მარტის შუა რიცხვებიდან ითხოვს, მაგრამ რუსულ მხარეს პასუხი ჯერაც არ მიუცია. ამასთან ფრანცისკმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ აპირებს კიევში წასვლას, რადგან პირველ რიგში მოსკოვში ჩასვლა სურს.
ყველა ახალი ამბავი
0