რაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებმა

© press-service of the President of Georgiaსაქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს როლი რეგიონში და მისი მზარდი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. გერმანიის როლი საქართველოს მხარდაჭერაში, დიპლომატიური ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები - ეს და სხვა საკითხები საქართველოს პრეზიდენტოს, სალომე ზურაბიშვილისა და მისი გერმანელი კოლეგის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ბერლინში შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
შეხვედრა გაიმართა გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა.
„საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს როლი რეგიონში და მისი მზარდი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ გერმანელი ინვესტორები ახალი ენერგეტიკული მარშრუტების მოძიების დროს საქართველოს ყურადღებას მიაქცევენ.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროებში.
წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0