https://sputnik-georgia.com/20220503/papuashvili-nona-gaprindashvils-iubiles-ulocavs-266396142.html
პაპუაშვილი: ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში
პაპუაშვილი: ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T17:37+0400
2022-05-03T17:37+0400
2022-05-03T20:43+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/03/236710346_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_534679f51aefcffc8f2c247b606222e6.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მსოფლიოში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა.ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს დღეს 81 წელი შეუსრულდა.ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია>>>2019 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/03/236710346_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_2b509f29a75fd1a5406afa31d1d0d2f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში
17:37 03.05.2022 (განახლებულია: 20:43 03.05.2022) მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მსოფლიოში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა.
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს დღეს 81 წელი შეუსრულდა.
„ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის. ის მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება მიიღო. საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებ“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.
2019 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.