დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მაისი

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 3 მაისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და თავი გააკონტროლოთ. მოერიდეთ ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც იციან, როგორ გამოგიყვანონ წყობილებიდან. სერიოზულ საქმეებს დამოუკიდებლად გაუმკლაბდით. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი>>
ვერძი: გაიხსენეთ ის საქმეები, რომლებიც არაერთხელ გადადეთ. დილით მათთან გამკლავება რთული არ იქნება. შუადღისას გაგახარებთ შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან გენატრებოდათ. დღის მეორე ნახევაში გაგიჭირდებათ ორომტრიალის თავიდან არიდება. ასევე მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2018
სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის
კურო: არ ეცადოთ ყველა დაგეგმილი საქმის მოსწრება. დიდი ალბათობით, ეს შეუძლებელი იქნება, ტყუილად დაკარგავთ ძალას და გაიფუჭებთ განწყობას. სწორი იქნება, თუ სარგებელს მიიღებთ გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი მოვლენებისგან. არ ჩაებათ გარშემომყოფებთან კონფლიქტში.
ტყუპი: დღე საკმაოდ მშფოთვარედ დაიწყება. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. რთულ მომენტებში ინტუიცია არ დაგაღალატებთ. მოგვიანებით სასიამოვნო პერიოდი დადგება, მათ შორის, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებისთვის. გაიგებთ კარგ სიახლეებს, გელოდებათ სიურპრიზები.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ, რადგან მშვიდი მოქმედებების შესაფერისი დღეა. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და მათგან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. კარგი დროა როგორც წინასწარ დაგეგმილი, ისე სპონტანური საყიდლებისთვის. შეგიძლიათ სიურპრიზი მოუწყოთ საყვარელ ადამიანს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2018
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი
ლომი: ბევრი საფიქრალი გექნებათ. შესაძლოა, მარტოს მოგიწიოთ რთული ამოცანების გადაწყვეტა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად მოიპოვებთ ახალი ნაცნობების სიმპათიას. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ქალწული: დროს უქმად ნუ დაკარგავთ, რადგან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები ადამიანებთან, რომლებიც უფრო გაკრიტიკებენ, ვიდრე მხარს გიჭერენ. დღეს ძალზე ემოციური რეაგირება შეიძლება გქონდეთ მათ შენიშვნებზე. შესაფერისი დღეა გეგმების დასაწყობად.
სასწორი: გააკეთეთ სარგებლის მომტანი საქმეები. არ ღირს წარსულის შეცდომებზე კონცენტრირება, ასევე წარსულზე ბევრი ფიქრი და ამაზე საუბარი. იფიქრეთ აწმყოზე. ის, ვინც დღეს სახლში არ დარჩება, საინტერესო ნაცნობობა ელოდება, რომელიც შემდგომ რომანტიკულ კავშირში გადაიზრდება.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: მზად იყავით სერიოზული საუბრებისთვის. არაა გამორიცხული, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე კონფლიქტამდეც შეიძლება მივიდეს. ადვილი არ იქნება, მაგრამ თქვენსას მაინც მიაღწევთ. დიდი ალბათობით, საღამოს რაღაც სასიხარულო ამბები გელოდებათ.
მშვილდოსანი: ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. არახელსაყრელი დღეა რამის ყიდვისა და გარიგებების დადებისთვის. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. დანარჩენ საკითხებში კარგი დღეა. გაიგებთ სასიამოვნო სიახლეებს, აგიმაღლდებათ განწყობა. შესაძლებელია სასიხარულო მოვლენები ოჯახში.
თხის რქა: განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი უნდა იყოთ დღის პირველ ნახევარში, უნდა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, თუნდაც ვინმე თქვენი ხასიათის წახდენას შეეცადოს. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: ძალიან გამოგადგებათ უნარი, რომ ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ და არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც გინდათ, მაგრამ არ გაიფუჭოთ განწყობა. პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდებით, რადგან მათი გადაწყვეტისას შემოქმედებითად იმოქმედებთ.
თევზები: დღე ყველაზე რთული საქმეებით დაიწყეთ. მათ მოსალოდნელზე ადვილად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები ფინანსურ სფეროში. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება, მაგრამ – სასიამოვნო. განსაკუთრებით სასიამოვნოდ გაატარებენ საღამოს შეყვარებულები.
ყველა ახალი ამბავი
0