https://sputnik-georgia.com/20220502/dris-astroprognozi-2-maisi-266349607.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T00:15+0400
2022-05-02T00:15+0400
2022-05-02T09:11+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24633/89/246338924_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_efee286fb4d161552b4d05c194ce443d.jpg
დღეს 2022 წლის 2 მაისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. ვარსკვლავები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იქნებიან მათ მიმართ, ვისაც უყვარს იმპროვიზირება, ახლებულად მოქმედება და არა გატკეპნილი გზით მოძრაობა. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ, მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მაისი>>ვერძი: ყოველთვის არ გამოგივათ ის, რაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ გადაულახავი პრობლემები არ შეიქმნება. მზად იყავით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და იღბლიანი იქნება. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, რომელიც უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგანიჭებთ.კურო: არ აჰყვეთ ემოციებს, ძალიანაც რომ გინდოდეთ. დღეს ძალზე მნიშვნელოვანია თავის გაკონტროლება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება და ის, რომ არ დაგავიწყდეთ თქვენი ძირითადი მიზნები რაღაც წამიერი სურვილების გამო. დღის მეორე ნახევარში სასიკეთო პერიოდი დადგება.ტყუპი: რასაც აკეთებთ, ყველაფერს სერიოზულად მოეკიდეთ. მხოლოდ ასე მიაღწევთ წარმატებებს. კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. მათთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. აქ ინტუიციას უნდა უმადლოდეთ, რომელსაც თქვენ ითვალისწინებთ და მისი მინიშნებები უშეცდომოა.კირჩხიბი: დილით თუ ცუდი აზრები მოგეძალათ, გაგახსენდათ ადრე დაშვებული შეცდომები და თვითკრიტიკას შეუდექით, ასე არაფერი გამოვა. სჯობს, იპოვოთ საბაბი სიხარულისთვის, მოძებნოთ საინტერესო საქმე. ეს პოზიტიურად განგაწყობთ. საღამოს შესანიშნავი დრო დადგება რომანტიკული შეხვედრისთვის.ლომი: დღე კარგად ჩაივლის, თუ მას თვითონ არ გააფუჭებთ დაუფიქრებელი საქციელით ან სიჩქარეში მიღებული გადაწყვეტილებებით. ეს განსაკუთრებით ფულს ეხება – რისკავთ, რომ მნიშვნელოვანი თანხა რაღაც სისულელეზე დახარჯოთ. გექნებათ დასვენების, გარემოს შეცვლის საშუალება. დროს კარგად გაატარებთ.ქალწული: დღე სირთულეებისა და გაუგებრობების გარეშე, სავარაუდოდ, არ ჩაივლის, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ძირითადად, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, მაგრამ დამოუკიდებლადაც შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს. საღამო კარგი დროა სასიყვარულო შეხვედრისთვის.სასწორი: მტკიცე მოქმედებებია საჭირო. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ისინი. ზოგიერთი თქვენგანი გადაწყვეტს, რომ ცხოვრების შეცდვლის დრო მოვიდა და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამს. კარგი დღეა ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადასაწყვეტად.მორიელი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, რის გამოც, შესაძლოა, სასიამოვნო საქმიანობის შეწყვეტა მოგიწიოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება.მშვილდოსანი: უჩვეულო დღე გელოდებათ. ყვეაფერი ისე არ აეწყობა, როგორც გინდათ, მაგრამ ეს სულაც არ გაგანაწყენებთ, პირიქით, გაგიხარდებათ, რომ რაღაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენ წინ. კარგი დროა მგზავრობისთვის. დღის მეორე ნახევარში იზრუნეთ ოჯახური კავშირების გასამტკიცებლად.თხის რქა: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სჯობს, დრო უქმად არ დაკარგოთ და დღე მაქსიმალურად სასარგებლო საქმიანობას მოანდომოთ. წარმატებები გელოდებათ შემოქმედებით წამოწყებებში. კარგი იქნება, თუ დღოს მეორე ნახევარში არაფერს დაგეგმავთ. დიდი ალბათობით, დასვენება მოგინდებათ.მერწყული: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისთანაც რაღაც საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ამისთვის საკმარისია, რომ ბუნებრივად გეჭიროთ თავი. მიზანსწრაფულობის შემთხვევაში შეგიძლიათ დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.თევზები: მოახერხებთ ძველი კონფლიქტების მოგვარებას, ადამიანებთან ურთიერთობების აწყობას. ვინც აქამდე არ გაფასებდათ, მიხვდება, რომ ძალიან ცდებოდა. დღე კარგად აეწყობა, მაგრამ ამას ვერ შეამჩნევთ, თუ მცირე გაუგებრობებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. ეძებეთ პოზიტივი.
https://sputnik-georgia.com/20190709/kulinariuli-horoskopi-qalebisTvis-245869906.html
https://sputnik-georgia.com/20200702/zodiaqos-niSnebi-dramis-dedoflebi-248872810.html
https://sputnik-georgia.com/20200414/zodiaqos-niSnebi-romlebsac-krizisi-ar-aSinebs-248227036.html
https://sputnik-georgia.com/20200326/Txovdebian-zodiaqos-niSnebi-nebismier-asakSi-248068286.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24633/89/246338924_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_652caaf37fafbf4aee3d78ec751d6d44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი
00:15 02.05.2022 (განახლებულია: 09:11 02.05.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 მაისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. ვარსკვლავები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იქნებიან მათ მიმართ, ვისაც უყვარს იმპროვიზირება, ახლებულად მოქმედება და არა გატკეპნილი გზით მოძრაობა. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ, მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს.
ვერძი: ყოველთვის არ გამოგივათ ის, რაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ გადაულახავი პრობლემები არ შეიქმნება. მზად იყავით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და იღბლიანი იქნება. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, რომელიც უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგანიჭებთ.
კურო: არ აჰყვეთ ემოციებს, ძალიანაც რომ გინდოდეთ. დღეს ძალზე მნიშვნელოვანია თავის გაკონტროლება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება და ის, რომ არ დაგავიწყდეთ თქვენი ძირითადი მიზნები რაღაც წამიერი სურვილების გამო. დღის მეორე ნახევარში სასიკეთო პერიოდი დადგება.
ტყუპი: რასაც აკეთებთ, ყველაფერს სერიოზულად მოეკიდეთ. მხოლოდ ასე მიაღწევთ წარმატებებს. კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. მათთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. აქ ინტუიციას უნდა უმადლოდეთ, რომელსაც თქვენ ითვალისწინებთ და მისი მინიშნებები უშეცდომოა.
კირჩხიბი: დილით თუ ცუდი აზრები მოგეძალათ, გაგახსენდათ ადრე დაშვებული შეცდომები და თვითკრიტიკას შეუდექით, ასე არაფერი გამოვა. სჯობს, იპოვოთ საბაბი სიხარულისთვის, მოძებნოთ საინტერესო საქმე. ეს პოზიტიურად განგაწყობთ. საღამოს შესანიშნავი დრო დადგება რომანტიკული შეხვედრისთვის.
ლომი: დღე კარგად ჩაივლის, თუ მას თვითონ არ გააფუჭებთ დაუფიქრებელი საქციელით ან სიჩქარეში მიღებული გადაწყვეტილებებით. ეს განსაკუთრებით ფულს ეხება – რისკავთ, რომ მნიშვნელოვანი თანხა რაღაც სისულელეზე დახარჯოთ. გექნებათ დასვენების, გარემოს შეცვლის საშუალება. დროს კარგად გაატარებთ.
ქალწული: დღე სირთულეებისა და გაუგებრობების გარეშე, სავარაუდოდ, არ ჩაივლის, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ძირითადად, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, მაგრამ დამოუკიდებლადაც შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს. საღამო კარგი დროა სასიყვარულო შეხვედრისთვის.
სასწორი: მტკიცე მოქმედებებია საჭირო. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ისინი. ზოგიერთი თქვენგანი გადაწყვეტს, რომ ცხოვრების შეცდვლის დრო მოვიდა და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამს. კარგი დღეა ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადასაწყვეტად.
მორიელი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, რის გამოც, შესაძლოა, სასიამოვნო საქმიანობის შეწყვეტა მოგიწიოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება.
მშვილდოსანი: უჩვეულო დღე გელოდებათ. ყვეაფერი ისე არ აეწყობა, როგორც გინდათ, მაგრამ ეს სულაც არ გაგანაწყენებთ, პირიქით, გაგიხარდებათ, რომ რაღაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენ წინ. კარგი დროა მგზავრობისთვის. დღის მეორე ნახევარში იზრუნეთ ოჯახური კავშირების გასამტკიცებლად.
თხის რქა: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სჯობს, დრო უქმად არ დაკარგოთ და დღე მაქსიმალურად სასარგებლო საქმიანობას მოანდომოთ. წარმატებები გელოდებათ შემოქმედებით წამოწყებებში. კარგი იქნება, თუ დღოს მეორე ნახევარში არაფერს დაგეგმავთ. დიდი ალბათობით, დასვენება მოგინდებათ.
მერწყული: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისთანაც რაღაც საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ამისთვის საკმარისია, რომ ბუნებრივად გეჭიროთ თავი. მიზანსწრაფულობის შემთხვევაში შეგიძლიათ დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
თევზები: მოახერხებთ ძველი კონფლიქტების მოგვარებას, ადამიანებთან ურთიერთობების აწყობას. ვინც აქამდე არ გაფასებდათ, მიხვდება, რომ ძალიან ცდებოდა. დღე კარგად აეწყობა, მაგრამ ამას ვერ შეამჩნევთ, თუ მცირე გაუგებრობებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. ეძებეთ პოზიტივი.