https://sputnik-georgia.com/20220503/chinetis-saelcho-kaligrafiisa-da-perweris-konkurss-atarebs-266382131.html
ჩინეთის საელჩო კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს
ჩინეთის საელჩო კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს
Sputnik საქართველო
კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული. 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T10:22+0400
2022-05-03T10:22+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
ჩინეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/12/247651205_272:254:2927:1747_1920x0_80_0_0_268c981e3e0e41faf1cddb4d54bafd89.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად ჩინეთის საელჩო საქართველოში კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს.კონკურსი სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთი–საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების, ორ ერს შორის მეგობრობისა და კავშირების გაძლიერების აღსანიშნად იმართება.კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.რაც შეეხება ფერწერას, ნამუშევრები უნდა შესრულდეს ტრადიციული ჩინური მხატვრობის („გო ხუა“) სტილში, ზეთით, გუაშით, აკვარელით, აკრილით, ცვილით, ფანქრით და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო კონტენტის გამოყენება, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერესდებიან და მხარს უჭერენ ჩინურ–ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები 22 მაისამდე უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com.კონკურსის თანაორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი და მედია-კომპანია For You.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/12/247651205_557:234:2706:1846_1920x0_80_0_0_4d009649aadc8d8c8da74cf3cf522246.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, ჩინეთი, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ჩინეთის საელჩო კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს
10:22 03.05.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად ჩინეთის საელჩო საქართველოში კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს.
კონკურსი სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთი–საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების, ორ ერს შორის მეგობრობისა და კავშირების გაძლიერების აღსანიშნად იმართება.
კონკურსის პირობების თანახმად, კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას.
კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.
რაც შეეხება ფერწერას, ნამუშევრები უნდა შესრულდეს ტრადიციული ჩინური მხატვრობის („გო ხუა“) სტილში, ზეთით, გუაშით, აკვარელით, აკრილით, ცვილით, ფანქრით და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო კონტენტის გამოყენება, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერესდებიან და მხარს უჭერენ ჩინურ–ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები 22 მაისამდე უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი და მედია-კომპანია For You.