ბატკანძერი, რომელსაც დანა ჰქონდა გადაყლაპული, რეაბილიტაციის შემდეგ ბუნებაში დააბრუნეს

CC BY 2.0 / Noel Reynolds / Lammergeier ბატკანძერი
ბატკანძერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ბატკანძერის სხეულის სიგრძე 95–125 სანტიმეტრს აღწევს, მასა კი 4,5–7,5 კილოგრამს. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთების განშლა სამ მეტრს აჭარბებს.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ბატკანძერი, რომელსაც გაშლილი საკანცელარიო დანა ჰქონდა გადაყლაპული და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას თბილისის ზოოპარკში გადიოდა, ბუნებაში დააბრუნეს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
ფრინველი მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში იპოვეს.

„ის ნიჩბისელი ბატკანძერი გახსოვთ, გაშლილი საკანცელარიო დანა რომ შემოეყლაპა და ზოოპარკში გადიოდა ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას? ჰოდა, მოყოჩაღდა, მოძლიერდა და იმ პირობით, რომ მომავალში ეცდება, ძვლების ნაცვლად დანები აღარ სანსლოს, ბუნებას დაუბრუნდა“, – ნათქვამია ზოოპარკის ინფორმაციაში.

ფრინველი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა იპოვა. მამაკაცმა თბილისის ზოოპარკს მიმართა, შემდეგ ფაქტის შესახებ აცნობეს ეკოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტს. ბატკანძერი ზოოპარკში მოათავსეს.
ორი დღის შემდეგ, როდესაც ფრინველი ადამიანებს შეეჩვია და დამშვიდდა, ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. ქირურგიული ჩარევის შედეგად ფრინველის საყლაპავი მილიდან საკანცელარიო დანა ამოიღეს.
ფრინველის მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა ორგანიზაციამ Nature Conservation Georgia. ოპერაციის შემდეგ ფრინველი რეაბილიტაციას თბილისის ზოოპარკში გადიოდა.
დანა გადაყლაპა: ქართველმა ვეტერინარებმა იშვიათი ფრინველი გადაარჩინეს>>
ბატკანძერი - მტაცებელი ფრინველია ქორისებრთა ოჯახისა. ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“. თავისი სახელის მიუხედავად, ცოცხალ ბატკნებს არასდროს ესხმის თავს და იკვებება ძირითადად ცხოველების ლეშით. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ყველა ახალი ამბავი
0