https://sputnik-georgia.com/20220206/gadaylapa-sakancelario-dana-qartvelma-veterinarebma-isviati-frinveli-gadaarcines-264192492.html
დანა გადაყლაპა: ქართველმა ვეტერინარებმა იშვიათი ფრინველი გადაარჩინეს
დანა გადაყლაპა: ქართველმა ვეტერინარებმა იშვიათი ფრინველი გადაარჩინეს
Sputnik საქართველო
ბატკანძერი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ იპოვა
2022-02-06T16:12+0400
2022-02-06T16:12+0400
2022-02-06T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/06/264192040_0:129:1200:804_1920x0_80_0_0_0d4c5da3f31ba98d3d0b21195a2ce06f.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნ დასუსტებულ ბატკანძერს (Gypaetus barbatus) ოპერაცია დასჭირდა, იუწყება არასამთავრობო ბუნებადამცველი ორგანიზაცია Nature Conservation Georgia.ბატკანძერი - მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“. თავისი სახელის მიუხედავად, მაგრამ ცოცხალ ბატკნებს არასდროს არ ესხმის თავს და იკვებება ძირითადად დაღუპული ცხოველების ლეშით. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.ქირურგიული ჩარევის შედეგად ფრინველის საყლაპავი მილიდან საკანცელარიო დანა ამოიღეს. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ბატკანძერს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.ფრინველის მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა ორგანიზაციამ Nature Conservation Georgia.ბატკანძერი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მამაკაცმა თბილისის ზოოპარკს მიმართა, შემდეგ ფაქტის შესახებ აცნობეს ეკოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტს. ბატკანძერი ზოოპარკში მოათავსეს. ორი დღის შემდეგ, როდესაც ფრინველი ადამიანებს შეეჩვია და დამშვიდდა, ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.ბატკანძერის სხეულის სიგრძე 95–125 სანტიმეტრს აღწევს, მასა კი 4,5–7,5 კილოგრამს. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთების შლილი სამ მეტრს აჭარბებს.წყარო - არასამთავრობო ბუნებადამცველი ორგანიზაცია Nature Conservation Georgia.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/06/264192040_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_e26c85d847e8355d4f95717f4976761a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დანა ვეტერინარები ფრინველი გადარჩენა
დანა ვეტერინარები ფრინველი გადარჩენა
დანა გადაყლაპა: ქართველმა ვეტერინარებმა იშვიათი ფრინველი გადაარჩინეს
16:12 06.02.2022 (განახლებულია: 22:50 06.02.2022) ბატკანძერი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ იპოვა
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნ დასუსტებულ ბატკანძერს (Gypaetus barbatus) ოპერაცია დასჭირდა, იუწყება არასამთავრობო ბუნებადამცველი ორგანიზაცია Nature Conservation Georgia.
ბატკანძერი - მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“. თავისი სახელის მიუხედავად, მაგრამ ცოცხალ ბატკნებს არასდროს არ ესხმის თავს და იკვებება ძირითადად დაღუპული ცხოველების ლეშით. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ქირურგიული ჩარევის შედეგად ფრინველის საყლაპავი მილიდან საკანცელარიო დანა ამოიღეს. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ბატკანძერს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.
ფრინველის მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა ორგანიზაციამ Nature Conservation Georgia.
ბატკანძერი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მამაკაცმა თბილისის ზოოპარკს მიმართა, შემდეგ ფაქტის შესახებ აცნობეს ეკოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტს. ბატკანძერი ზოოპარკში მოათავსეს. ორი დღის შემდეგ, როდესაც ფრინველი ადამიანებს შეეჩვია და დამშვიდდა, ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.
ბატკანძერის სხეულის სიგრძე 95–125 სანტიმეტრს აღწევს, მასა კი 4,5–7,5 კილოგრამს. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთების შლილი სამ მეტრს აჭარბებს.