საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას დღეს გამართავს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ბერლინში „ბელვიუს“ სასახლეში შედგება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილისა და შტაინმაიერის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება გაფართოებულ ფორმატში, უკვე დელეგაციების თანხლებით.
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნებს შორის გაფორმებულია დაახლოებით 50 ხელშეკრულება, მათ შორის ფინანსური თანამშრომლობის, თავდაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ორმაგი დაბეგვრის შესახებ და ინვესტიციების წახალისების კუთხით.
ქვეყნებს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. 2018 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის ბრუნვამ შეადგინა დაახლოებით 482 მილიონი დოლარი, 0,5%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0