https://sputnik-georgia.com/20220502/xucisvili-xelisufleba-yvelafers-aketebs-borjomis-warmoebis-ganaxlebistvis-266375608.html
ლაშა ხუციშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „ბორჯომის“ წარმოების განახლებისთვის
ლაშა ხუციშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „ბორჯომის“ წარმოების განახლებისთვის
Sputnik საქართველო
მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება
2022-05-02T20:54+0400
2022-05-02T20:54+0400
2022-05-02T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266373337_0:51:3096:1793_1920x0_80_0_0_bf62504c333ae8949debac68b93bd856.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ „ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა განაახლონ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას სულ მალე სასიამოვნო სიახლეს გააცნობს.მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266373337_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_2a5fa996919d626672440363fde7dcce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლაშა ხუციშვილი ხელისუფლება „ბორჯომი“ წარმოება განახლება
ლაშა ხუციშვილი ხელისუფლება „ბორჯომი“ წარმოება განახლება
ლაშა ხუციშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „ბორჯომის“ წარმოების განახლებისთვის
20:54 02.05.2022 (განახლებულია: 23:15 02.05.2022) მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ „ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა განაახლონ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას სულ მალე სასიამოვნო სიახლეს გააცნობს.
„ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანია ამ კომპანიაში დასაქმებული“, – განაცხადა ბრიფინგზე ხუციშვილმა.
მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ გაასაჯაროებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.