საქართველომ ევროკავშირს კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი გადასცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა კიდევ 2.300 კითხვაზე, რომელიც ტექნიკურ, სექტორულ და დარგობრივ მიმართულებებს ეხება.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე შეავსო.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. მთლიანად კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულდა და ეს ნაწილი გადაეცა კარლ ჰარცელს. დოკუმენტის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა შეავსოს.

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე ნაწილზე, რომელიც შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.
როგორ ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას იმისათვის, რომ კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცეს.
უფრო ადრე პრემიერმა კითხვარის ორივე ნაწილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0