https://sputnik-georgia.com/20220502/rusetis-elci-israelis-sagare-uwyebasi-daibares-266370767.html
ლავროვის სიტყვების გამო: რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ლავროვის სიტყვების გამო: რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო უწყებაში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი 2 მაისი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი იერუსალიმში ანატოლი ვიქტოროვი ახსნა-განმარტებითი საუბრისთვის დაიბარა, იუწყება... 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T17:40+0400
2022-05-02T17:40+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ისრაელი
პოლიტიკა
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266370741_0:102:3279:1946_1920x0_80_0_0_bf4f3b62aa2679dddb833194ea2000b1.jpg
თბილისი 2 მაისი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი იერუსალიმში ანატოლი ვიქტოროვი ახსნა-განმარტებითი საუბრისთვის დაიბარა, იუწყება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ინტერვიუში განცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც კი ებრაული წარმოშობა ჰქონდა.მანამდე, 1 მაისს იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაცისტები არ არიან.24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა „სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და „დენაციფიკაციის“ მიზნით. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 2899 და დაშავდა 3235 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.
ისრაელი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266370741_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_e3d9f88f7a5f79a7c1ac2775551f99ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ისრაელი , პოლიტიკა, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ისრაელი , პოლიტიკა, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვის სიტყვების გამო: რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო უწყებაში დაიბარეს
17:40 02.05.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი 2 მაისი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი იერუსალიმში ანატოლი ვიქტოროვი ახსნა-განმარტებითი საუბრისთვის დაიბარა,
იუწყება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ინტერვიუში განცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც კი ებრაული წარმოშობა ჰქონდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებები არის მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება და საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელები თავებს არ იხოცავდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელებისადმი რასიზმის ყველაზე დაბალი დონე — ეს თავად ებრაელების დადანაშაულებაა ანტისემიტიზმში“, — განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.
მანამდე, 1 მაისს იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაცისტები არ არიან.
„[ზელენსკის] მოჰყავს არგუმენტი, რომ ნაციფიკაციაზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან თავად ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. როგორც ჩვენში ამბობენ, „თითო მახინჯი ყველა ოჯახშია“ (В семье не без урода)“, — თქვა მინისტრმა ლავროვმა ინტერვიუში.
24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა „სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და „დენაციფიკაციის“ მიზნით. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 2899 და დაშავდა 3235 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.