კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ქვეყანა არ აინტერესებთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის და უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის გამო. ამასთან პარტია დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიზნის მისაღწევად მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

„დღეს რასაც აკეთებენ, იგივე ეს განცხადებები, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ფეხზე ჰკიდია. ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
„პასუხი უნდა იყოს მარტივი. ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ დავუშვათ და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ჰქონდეს. ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
ხელისუფლებაში ისიც არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ.
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი >>
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0