ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

© Government of Georgiaკარენ ანდრეასიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
კარენ ანდრეასიანი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველო და სომხეთი გააძლიერებენ იუსტიციის სფეროში, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით და საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით თანამშრომლობას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები, საუბარი შეეხო უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0