ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან-ბაირამი მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა რამადან-ბაირამს სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდი დღესასწაული უწოდა.

„ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას. კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ.
რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
ყველა ახალი ამბავი
0