მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის საკითხი თურქეთში გადაწყდება: ერდოღანი ამ კვირაში პუტინს შეხვდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სტამბულში ან ანკარაში მიწვევას გეგმავს მოლაპარაკებებისთვის, იუწყება CNN Turk.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ერდოღანი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს.

„დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში ბატონ პუტინს შევხვდები<...> ჩვენ გვსურს, რომ ლიდერები სტამბულში ან ანკარაში შევკრიბოთ. უკრაინის აღმოსავლეთში გადასადგმელ ნაბიჯებზე გადაწყვეტილების მიღების წერტილი თურქეთი იქნება“, — თქვა ერდოღანმა.

მისი თქმით, შაბათს თურქეთის ელჩი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათი კიევში გაემგზავრნენ და მოლაპარაკებები გამართეს. ერდოღანის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ თურქეთის მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და მარცვლეულის ექსპორტში დახმარება სთხოვა.
ყველა ახალი ამბავი
0