https://sputnik-georgia.com/20220502/condor-airlines-tbilisshi-pirveli-reisi-sheasrula-266358249.html
გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
Sputnik საქართველო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს თბილისის მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა. 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T11:17+0400
2022-05-02T11:17+0400
2022-05-02T16:19+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355451_0:0:1561:878_1920x0_80_0_0_f4afc7127843c81395a7579c88f59c23.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ის თვითმფრინავმა ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.Condor Airlines-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. პირველი რეისით თბილისში 140-მდე მგზავრი ჩამოფრინდა.ფრანკფურტი გერმანიის რიგით მესამე ქალაქი გახდა, სადაც თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდა შესაძლებელი.„ეს რეისები მნიშვნელოვანია როგორც პირდაპირი მიმართულების კუთხით, ანუ ფრანკფურტსა და თბილისს შორის არსებული საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების არსებობით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც, რადგანაც Condor Airlines საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აშშ-ში ამ ავიაკომპანიის საშუალებითაც გაფრინდნენ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია Boeing-ისა და Airbus-ის მარკის 50 თვითმფრინავს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ავიამიმოსვლა საქართველოში 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355451_0:0:1387:1040_1920x0_80_0_0_10fffe9ce7c4c6f1f2e58455221cbf9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
11:17 02.05.2022 (განახლებულია: 16:19 02.05.2022) სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს თბილისის მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ის თვითმფრინავმა ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
Condor Airlines-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. პირველი რეისით თბილისში 140-მდე მგზავრი ჩამოფრინდა.
ფრანკფურტი გერმანიის რიგით მესამე ქალაქი გახდა, სადაც თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდა შესაძლებელი.
„ეს რეისები მნიშვნელოვანია როგორც პირდაპირი მიმართულების კუთხით, ანუ ფრანკფურტსა და თბილისს შორის არსებული საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების არსებობით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც, რადგანაც Condor Airlines საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აშშ-ში ამ ავიაკომპანიის საშუალებითაც გაფრინდნენ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია Boeing-ისა და Airbus-ის მარკის 50 თვითმფრინავს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ავიამიმოსვლა საქართველოში 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.