https://sputnik-georgia.com/20220430/irakli-raribasvili-borjomis-qarxnebze-male-sasiamovno-informacias-seityobt-266337967.html
ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომის“ ქარხნებზე: მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ
ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომის“ ქარხნებზე: მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნების დახურვამ გამოიწვია
2022-04-30T16:38+0400
2022-04-30T16:38+0400
2022-04-30T16:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23660/50/236605012_0:334:3047:2048_1920x0_80_0_0_83ac0d61d35d70fc8d5d3fbf4ed85d18.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა კომპანია IDS Borjomi-სთან დაკავშირებით მოსახლეობას სასიამოვნო სიახლეს გააცნობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.29 აპრილს კომპანია IDS Borjomi-მ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს.მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესები.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.აღსანიშნავია, რომ მარტის პირველ რიცხვებში ესტონეთში „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და დახლებიდან მოხსნეს.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23660/50/236605012_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_07aba045fcf655ff04097d9a2e13db36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომი“ ქარხნები ინფორმაცია მიხაილ ფრიდმანი სანქციები საქართველო მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომი“ ქარხნები ინფორმაცია მიხაილ ფრიდმანი სანქციები საქართველო მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი „ბორჯომის“ ქარხნებზე: მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ
16:38 30.04.2022 (განახლებულია: 16:39 30.04.2022) საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნების დახურვამ გამოიწვია
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა კომპანია IDS Borjomi-სთან დაკავშირებით მოსახლეობას სასიამოვნო სიახლეს გააცნობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
29 აპრილს კომპანია IDS Borjomi-მ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს.
„მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესები.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მარტის პირველ რიცხვებში ესტონეთში „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და დახლებიდან მოხსნეს.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.