https://sputnik-georgia.com/20220430/gaixsneba-tu-ara-saqartvelosi-eleqtromobilebis-qarxana-axali-warmoebis-perspeqtivebi-266343045.html
გაიხსნება თუ არა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა? ახალი წარმოების პერსპექტივები
გაიხსნება თუ არა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა? ახალი წარმოების პერსპექტივები
Sputnik საქართველო
სამრეწველო კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება
2022-04-30T22:30+0400
2022-04-30T22:30+0400
2022-04-30T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/52/247105207_0:504:2746:2048_1920x0_80_0_0_8f1cc2d4b4b707541e89cdaa95eea4ef.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს განაახლოს მუშაობა ქვეყანაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პროექტზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ქუთაისში ელექტროავტომობილების ქარხნის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა.ქართულმა ჰოლდინგმა AiGroup-მა შესაბამისი მემორანდუმი ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებლობა 24 თვეში დასრულდებოდა. მაგრამ პროცესი პანდემიის გამო გაიყინა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა. გეგმის მიხედვით, ქარხნის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ბაზარზე ხუთი ათასი ელექტრომობილი გამოჩნდება.გეგმის მიხედვით, ქარხანაში თავდაპირველად ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ავტომობილები წარწერით Made in Georgia საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდება.როგორც მოსალოდნელია, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი ნახევარი შიდა ბაზარზე, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება. საწარმოში პირველ ეტაპზე 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება.ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალში ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის, მზის პანელების და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/52/247105207_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_70e7ddb707144b3f742928bb969fcd99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ქუთაისი ელექტრომობილები ქარხანა წარმოება პერსპექტივა changan automobile
საქართველო ქუთაისი ელექტრომობილები ქარხანა წარმოება პერსპექტივა changan automobile
გაიხსნება თუ არა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა? ახალი წარმოების პერსპექტივები
სამრეწველო კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს განაახლოს მუშაობა ქვეყანაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პროექტზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისში ელექტროავტომობილების ქარხნის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა.
ქართულმა ჰოლდინგმა AiGroup-მა შესაბამისი მემორანდუმი ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებლობა 24 თვეში დასრულდებოდა. მაგრამ პროცესი პანდემიის გამო გაიყინა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.
„გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა. გეგმის მიხედვით, ქარხნის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ბაზარზე ხუთი ათასი ელექტრომობილი გამოჩნდება.
გეგმის მიხედვით, ქარხანაში თავდაპირველად ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ავტომობილები წარწერით Made in Georgia საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდება.
როგორც მოსალოდნელია, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი ნახევარი შიდა ბაზარზე, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება. საწარმოში პირველ ეტაპზე 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალში ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის, მზის პანელების და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები.