https://sputnik-georgia.com/20220430/evrokavsiri-rusuli-navtobis-akrzalvas-wlis-bolomde-apirebs-bloomberg-266343225.html
ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას წლის ბოლომდე აპირებს - Bloomberg
ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას წლის ბოლომდე აპირებს - Bloomberg
Sputnik საქართველო
სრულ ემბარგომდე იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაწესდება, წერს მედია
2022-04-30T23:08+0400
2022-04-30T23:08+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249943990_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_9528db49fe7c33ad1b8ad9739a3b4a93.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას 2022 წლის ბოლომდე აპირებს, იუწყება РИА Новости Bloomberg-ზე დაყრდნობით.მანამდე ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ.ამრიგად, წყაროების თანახმად, სხვა წინადადებები, რომლებიც შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი, მოიცავენ „შეზღუდვებს საკონსულტაციო და Cloud ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე, ასევე შეზღუდვებს უძრავი ქონების შეძენაზე“.რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების საპასუხოდ დასავლეთმა შთამბეჭდავი რაოდენობის სანქციები დააწესა. კომპანიების ნაწილმა რუსეთის ბაზრიდან გასვლისა და ქვეყანაში საწარმოო ობიექტების დახურვის შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთთან მუშაობაზე, ეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ გააკეთეს, მაგრამ რუსეთი გადაჭრის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, რომელსაც მას დასავლეთი უქმნის.წყარო - Bloomberg წყარო - РИА Новости
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249943990_406:256:2796:2048_1920x0_80_0_0_5427dd348a9d932ddff87de1d1ecd5af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი რუსეთი ნავთობი აკრძალვა bloomberg
ევროკავშირი რუსეთი ნავთობი აკრძალვა bloomberg
ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას წლის ბოლომდე აპირებს - Bloomberg
23:08 30.04.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) სრულ ემბარგომდე იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაწესდება, წერს მედია
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას 2022 წლის ბოლომდე აპირებს, იუწყება РИА Новости Bloomberg-ზე დაყრდნობით.
მანამდე ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ.
„ევროკავშირი წლის ბოლომდე აპირებს დააყენოს რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ წინადადება, მანამდე კი ეტაპობრივად იმპორტზე შეზღუდვები დაწესდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამრიგად, წყაროების თანახმად, სხვა წინადადებები, რომლებიც შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი, მოიცავენ „შეზღუდვებს საკონსულტაციო და Cloud ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე, ასევე შეზღუდვებს უძრავი ქონების შეძენაზე“.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების საპასუხოდ დასავლეთმა შთამბეჭდავი რაოდენობის სანქციები დააწესა. კომპანიების ნაწილმა რუსეთის ბაზრიდან გასვლისა და ქვეყანაში საწარმოო ობიექტების დახურვის შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთთან მუშაობაზე, ეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ გააკეთეს, მაგრამ რუსეთი გადაჭრის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, რომელსაც მას დასავლეთი უქმნის.