დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აპრილი

© Pixabay / martajozsaშინდის ხე
შინდის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 აპრილია, შაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არცთუ შესაფერისი დღეა სერიოზული საქმეების გასაკეთებლად. ამასთან, საქმიანობის სურვილიც ნაკლებად იქნება. ბევრი მოინდომებს ყოველდღიური საზრუნავისგან დასვენებას. დღის პირველ ნახევარში შეიძლება ფინანსური საკითხების მოგვარება, მეორე ნახევარში კი დრო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აპრილი>>
ვერძი: თქვენთვის უცნობი სიტუაცია თუ შეიქმნა, არ დაიბნეთ, მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი. მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას მათთან. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2018
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და ეს ირგვლივ მყოფებს მოსწონთ. შესაძლებელი იქნება ურთიერთობების მოგვარება მათთან, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. იღბლიანი აღმოჩნდება დღეს დადებული გარიგებები.
ტყუპი: თუ საგნებსა და მოვლენებს რეალისტურად შეხედავთ, საქმეებსა და გეგმებზე იფიქრებთ და ოცნებების ღრუბლებში არ ჩაიძირებით, დღე ძალზე წარმატებული იქნება. თქვენ წინაშე გაიშლება ახალი პერსპექტივები და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხელიდან არ გაუშვათ. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ და ემოციებსა და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ, არ იკამათოთ ახლობლებთან. ურთიერთობებისას მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2018
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
ლომი: იფიქრეთ. დღეს გაქვთ შანსი, რომ პასუხები მიიღოთ რთულ კითხვებზე. ამასთან, გამოგადგებათ დიდი ხნის წინ მიღებული ინფორმაცია და ამის წყალობით დღევანდელ ვითარებაში გარკვევას შეძლებთ. გარშემომყოფების რჩევებს ნაკლებად ენდეთ. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები და საუბრები.
ქალწული: შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. დღეს მათზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა რთული არ იქნება; საკმარისია, თავი ბუნებრივად გეჭიროთ, იყოთ ის, ვინც ხართ. შეძლებთ იმაზე დალაპარაკებას, რაც განსაკუთრებულად გაინტერესებთ. კარგად ჩაივლის მგზავრობა.
სასწორი: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. დილა უფრო სასიამოვნო საქმიანობისთვის გამოდგება, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. დღის მეორე ნახევარი უკვე ნაყოფიერად ჩაივლის. გაერკვევით, როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები მიზნისკენ. არაა გამორიცხული თანამშრომლობაზე შეთანხმება.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მორიელი: ყურადღებით იყავით. სჯობს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არავის არაფერს დაჰპირდეთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და ყველაფერი მოგვარდება. საღამოს არაერთი იდეა გაგიჩნდებათ. სჯობს, მათთან დაკავშირებით რჩევები სანდო ადამიანებს ჰკითხოთ.
მშვილდოსანი: მცირედით ნუ დაკმაყოფილდებით. დღეს მაღალი მიზნები უნდა დაისახოთ და დიდი ალბათობით, მიაღწევთ კიდეც წარმატებებს. ხანდახან შეიძლება გაგიჭირდეთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები, მაგრამ თუ გულწრფელად დაელაპარაკებით მათ, ყველაფერს ნათელი მოეფინება.
თხის რქა: გააკეთეთ ის, რაც თავად მიგაჩნიათ საჭიროდ. ინტუიცია დაგეხმარებათ, თუ რაზე გაამახვილოთ ყურადღება. დროს არ დაკარგავთ უიმედო პროექტებზე. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მეორე კი სიურპრიზებს მოიტანს. მზად იყავით იმისთვის, რომ გეგმების კორექტირება მოგიწევთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
მერწყული: მოკიდეთ ხელი ახალ საქმეებს, გამოიჩინეთ ინიციატივა. ბევრს მიაღწევთ, თუ დროს ფუჭად არ დაკარგავთ. დილით მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, საჩუქრები, თანხის მიღება. კარგად ჩაივლის მგზავრობა, თუ სერიოზულად მოემზადებით და თან, საყვარელი ადამიანი გაგიწევთ კომპანიას.
თევზები: მშფოთვარე და დატვირთული დღე გელოდებათ, მაგრამ ეს გაგახარებთ. არ გაქვთ სურვილი, რომ უსაქმოდ იყოთ. შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებების მიღება, მაგრამ ჯანსაღი აზრი გიკარნახებთ, რომ დაუყოვნებლივ დათანხმება არ ივარგებს. ჯერ შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია.
ყველა ახალი ამბავი
0