დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აპრილი

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 29 აპრილია, პარასკევი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დააკვირდით ირგვლივ მოვლენებს. ყველაზე ყურადღებიანები შეამჩნევთ იმას, რაც სხვებს ხელიდან გაუსხლტათ. მიღებული ინფორმაცია რთულ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებისას მოთმინება დაგჭირდებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აპრილი>>
ვერძი: ყურადღება მიაქციეთ საქმეებს. დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. გამოგადგებათ ადამიანებთან კონტაქტის უნარი. იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებიან. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. მნიშვნელოვანია წონასწორობისა და ოპტიმიზმის შენარჩუნება.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო და არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. ეს დღის პირველ ნახევარს ეხება. ასევე არასასურველია ამ დროს საპასუხისმგებლო მოლაპარაკებების გამართვა. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის.
ტყუპი: დილით გაგიჭირდებათ საქმეებზე ყურადღების გამახვილება. ამ დროს ძლიერი იქნება ემოციური განცდები, მღელვარება, თუმცა ამის სერიოზული მიზეზი არ არსებობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, წარმატებები სამუშაოზე, მომგებიანი გარიგებების დადება.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობის დაწყებისთვის. ბევრს დააინტერესებთ საკუთარი იდეებით, იპოვით მოკავშირეებს. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირს დაუდებს სათავეს. იფრთხილეთ ფულთან დაკავშირებით.
დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2019
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ
ლომი: მოითმინეთ და არ განერვიულდეთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა. შესაძლებელია დაბრკოლებები, გაუგებრობები საქმეებში, რის გამოც სწრაფად ვერ მიაღწევთ საჭირო შედეგებს. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები სჭარბობს.
ქალწული: არ ინერვიულოთ დღის პირველ ნახევარში გაჩენილი სირთულეების გამო. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, წვრილმანებს კი ადვილად გაუმკლავდებით. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ურთიერთობებისთვის. შეყვარებულ ქალწულებს ლამაზი სიურპრიზები ელოდებათ.
სასწორი: იმუშავეთ. დღეს წარმატებების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. ამის წყალობით გაიმარჯვებთ ძველ მეტოქეებზე და განაიარაღებთ არაკეთილმოსურნეებს. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება, მოულოდნელი მგზავრობა.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2018
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მორიელი: დღე საკმაოდ მშფოთვარედ დაიწყება. სერიოზული საქმეების გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან სხვადასხვა წვრილმანი შეგიშლით ხელს. მოგვიანებით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარში შეძლებთ მნიშვნელოვან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირებას.
მშვილდოსანი: გულთან ახლოს არ მიიტანოთ გარშემომყოფების შენიშვნები. ამ დროს ყველაფერი ადვილად გწყინთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება დღის მეორე ნახევარში. საღამო შესანიშნავი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
თხის რქა: დილით დროს უქმად ნუ დაკარგავთ. გაიხსნება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ეცადეთ, ისინი ხელიდან არ გაუშვათ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო, ეს კარგი პერიოდია გართობისთვის, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები
მერწყული: დღე რთული საქმეებით დაიწყეთ – ამ დროს მათთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება. ასევე კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის. დღის მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ ქაოსისთვის თავის არიდება. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს. მოგიწევთ იმპროვიზირება.
თევზები: ადვილი არ იქნება, მაგრამ სიმტკიცის წყალობით ბევრის მიღწევის შანსი გაქვთ. არაკეთილმოსურნეები, შესაძლოა, თქვენს საქმეებში ჩაერიონ, ამიტომ მზად იყავით მათ სათანადო პასუხი გასცეთ. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სახლის საქმეების გასაკეთებლად.
ყველა ახალი ამბავი
0