იცვლება პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების საფასური

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის დადგენილება ცვლილებებთან დაკავშირებით 1 მაისიდან ამოქმედდება.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესში ცვლილებები შედის.
ახალი დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღება 60 ლარი ეღირება, ხოლო ბიომეტრიული პასპორტისა — 150 ლარი.
ასევე შეიცვლება საქართველოს მოქალაქის ერთწლიანი, 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადიდან მე-10 დღეს აღების საფასური და ის 65 ლარი გახდება.
იგივე ტიპის პასპორტის მიღება ათ სამუშაო დღეში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს 140 ლარი დაუჯდებათ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტისა — 230 ლარი.
იცვლება განქორწინების რეგისტრაციის, მოწმობების გაცემის მომსახურებისა და სხვა სერვისების ტარიფებიც. სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია „საკანონმდებლო მაცნის“ შესაბამის გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0