https://sputnik-georgia.com/20220429/saqartvelos-mtavrobam-evrokomisiis-kitxvaris-meore-nawili-gaasajarova-266321628.html
მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა
მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
კითხვარის მეორე ნაწილი დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. 29.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-29T20:39+0400
2022-04-29T20:39+0400
2022-04-29T22:13+0400
საქართველოს მთავრობა
ევროკომისია
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_403d765dd4225dfb76cde115dfcd2d5b.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2.300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა.კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაწოდოს.კითხვარის მეორე ნაწილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://www.gov.ge/files/573_81827_881717_QuestionnairepartIIGeorgia.pdf
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_bf717706db8a981cf105a512abfac391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ევროკომისია, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა , ევროკომისია, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა
20:39 29.04.2022 (განახლებულია: 22:13 29.04.2022) კითხვარის მეორე ნაწილი დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2.300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა.
კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაწოდოს.