საბაჟო-გამშვები პუნქტი „ვალე“ დროებით იკეტება

© Ministry of Finance of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის 25 მაისამდე ,,ვალეს" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებული იქნება, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი თურქეთის მხარეს (საბაჟო-გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ") მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას, რის შემდეგაც მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
შემოსავლების სამსახური აცნობებს მოქალაქეებს, რომ მანამდე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახის“ გავლით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0