მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტამბულის ქარხანაში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი: ვიდეო

© AFP 2024 / YONHAP
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა სტამბულის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, იუწყება A Haber TV.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სტამბულის ინდუსტრიულ უბანში გაჩნდა, ისმის აფეთქებების ხმა.
ამ დროის მონაცემებით, ყველა დაღუპული ქარხნის მუშაა.
აღინიშნება, რომ ხანძრის ჩაქრობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან პროცესში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ზოგი ცნობით, ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა, იწვის ქიმიკატები.
რამდენიმე მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამჟამად ქარხანა ჯერ კიდევ იწვის.
ყველა ახალი ამბავი
0