https://sputnik-georgia.com/20220428/qutaisis-aeroportis-mgzavrebistvis-matareblis-biletebi-ramdenime-dre-ufaso-iqneba-266293616.html
საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: მატარებლის ბილეთები რამდენიმე დღე უფასო იქნება
საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: მატარებლის ბილეთები რამდენიმე დღე უფასო იქნება
Sputnik საქართველო
სადგურ „კოპიტნარში“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T17:42+0400
2022-04-28T17:42+0400
2022-04-28T21:04+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486751_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b7f4555adac1e628596e72fbfc249873.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება, ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, „საქართველოს რკინიგზისგან“ მატარებლების ბილეთებს შვიდი დღის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრმა ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთი რკინიგზის სალაროში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით უფასოდ იმგზავრებს. უფასოდ მგზავრობა 30 აპრილიდან შვიდი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.„მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი კოპიტნარი გახდება>>სამგზავრო მატარებლების მარშრუტს კოპიტნარში ახალი გაჩერება 30 აპრილიდან დაემატება. მატარებელი მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტთან სადგურ „კოპიტნარის“ მეშვეობით დააკავშირებს. აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის (https://ticket.railway.ge/), სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486751_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_37ab929872573ec2527940e1eefd875b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ქუთაისი
ტრანსპორტი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ქუთაისი
საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: მატარებლის ბილეთები რამდენიმე დღე უფასო იქნება
17:42 28.04.2022 (განახლებულია: 21:04 28.04.2022) სადგურ „კოპიტნარში“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება, ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, „საქართველოს რკინიგზისგან“ მატარებლების ბილეთებს შვიდი დღის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრმა ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთი რკინიგზის სალაროში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით უფასოდ იმგზავრებს.
უფასოდ მგზავრობა 30 აპრილიდან შვიდი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია
ინფორმაციაში.
სამგზავრო მატარებლების მარშრუტს კოპიტნარში ახალი გაჩერება 30 აპრილიდან დაემატება. მატარებელი მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტთან სადგურ „კოპიტნარის“ მეშვეობით დააკავშირებს. აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის (https://ticket.railway.ge/), სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.