რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი კოპიტნარი გახდება

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. სამგზავრო მატარებლების მარშრუტს 30 აპრილიდან კოპიტნარში ახალი გაჩერება დაემატება, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
მატარებელი მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტთან სადგურ „კოპიტნარის“ მეშვეობით დააკავშირებს. აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება.
მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირების ღირებულებასაც შეიცავს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის (https://ticket.railway.ge/), სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0