https://sputnik-georgia.com/20220428/lomjariam-irakli-kobaxizis-braldebebs-upasuxa-266294320.html
სახალხო დამცველმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბრალდებებს უპასუხა
სახალხო დამცველმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბრალდებებს უპასუხა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, რომელთა გამოყენება სამედიცინო არგუმენტების საპირწონედ რთულია, განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T18:22+0400
2022-04-28T18:22+0400
2022-04-28T21:13+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_0:140:2048:1293_1920x0_80_0_0_55f2e2b62ccf0754793a042b947c277b.jpg
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს მისი მისამართით პოლიტიკური და უსაფუძვლო უწოდა.მანამდე კობახიძემ ლომჯარიას „ომის პარტიის“ წარმომადგენელი უწოდა. ასე უწოდებენ მმართველ პარტიაში ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“.ომბუდსმენმა გუშინ გამოაქვეყნა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გამოვიდა რეკომენდაციით, რომ ჩამოყალიბდეს ექიმთა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, სად და როგორი ფორმით აჯობებს ექს-პრეზიდენტის მკურნალობა. ამის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერის მიზანი, ვინც სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, ერთია – ქვეყნის ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში.„ვაკვირდებით, რომ პოლიტიკურ თავდასხმას აქვს ადგილი, როდესაც მათთვის პოლიტიკურად არასასურველ განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ არ ვახორციელებთ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ მიუკერძოებლად და არავითარი პოლიტიკა, მაგალითად, გუშინდელ დასკვნაში არ იყო“, – აღნიშნა ლომჯარიამ.მისი თქმით, თავდასხმები კვალიფიციური კონტრარგუმენტების არქონის გამო ხდება, რომელსაც შეეძლო სახალხო დამცველის შეფასების ნეიტრალიზება.„ასე ალბათ უმარტივდებათ ოპონენტის, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის კრიტიკა. მაგრამ მათი პოზიციები არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.მისი თქმით, „დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია, ეს სამედიცინო არგუმენტებისა და დასკვნის საპირწონედ გამოვიყენოთ“.სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერსდაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.ამჟამად ის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.
https://sputnik-georgia.com/20220427/ra-elis-saakasvils-nino-lomjariam-sakitxis-gadawris-ramdenime-varianti-warmoadgina-266273269.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_286:66:2018:1365_1920x0_80_0_0_4ff6ed8ea3198ed5b62d814f6d97dd92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სახალხო დამცველმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბრალდებებს უპასუხა
18:22 28.04.2022 (განახლებულია: 21:13 28.04.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, რომელთა გამოყენება სამედიცინო არგუმენტების საპირწონედ რთულია, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს მისი მისამართით პოლიტიკური და უსაფუძვლო უწოდა.
მანამდე კობახიძემ ლომჯარიას „ომის პარტიის“ წარმომადგენელი უწოდა. ასე უწოდებენ მმართველ პარტიაში ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„მე ვაკეთებ ჩემ საქმეს. ეს იყო წმინდა პოლიტიკური და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური განცხადებები“, – განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
ომბუდსმენმა გუშინ გამოაქვეყნა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გამოვიდა რეკომენდაციით, რომ ჩამოყალიბდეს ექიმთა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, სად და როგორი ფორმით აჯობებს ექს-პრეზიდენტის მკურნალობა. ამის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერის მიზანი, ვინც სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, ერთია – ქვეყნის ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში.
„ვაკვირდებით, რომ პოლიტიკურ თავდასხმას აქვს ადგილი, როდესაც მათთვის პოლიტიკურად არასასურველ განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ არ ვახორციელებთ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ მიუკერძოებლად და არავითარი პოლიტიკა, მაგალითად, გუშინდელ დასკვნაში არ იყო“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მისი თქმით, თავდასხმები კვალიფიციური კონტრარგუმენტების არქონის გამო ხდება, რომელსაც შეეძლო სახალხო დამცველის შეფასების ნეიტრალიზება.
„ასე ალბათ უმარტივდებათ ოპონენტის, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის კრიტიკა. მაგრამ მათი პოზიციები არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისი თქმით, „დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია, ეს სამედიცინო არგუმენტებისა და დასკვნის საპირწონედ გამოვიყენოთ“.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერსდაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.