კლასიკური მუსიკისა და ბალეტის კონცერტები რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება

© courtesy of Tbilisi Opera and Ballet State Theatreსაბალეტო წარმოდგენა
საბალეტო წარმოდგენა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
კონკურსის მიზანია – მაღალი ხელოვნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ასევე ინიციატივის მიზნებს შორისაა კულტურაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში, საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.
სამინისტროს ცნობით, კონკურსის ბიუჯეტი 220 ათას ლარს შეადგენს.
პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებისა და საბალეტო წარმოდგენების ხარჯების დასაფინანსებლად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომლის წარმომდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან კლასიკური მუსიკისა და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამითა და მონაწილეებით და რომელსაც გააჩნია თანადაფინანსება.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
საქართველოში „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დაფუძნდა
ამ კონკურსის ფარგლებში 2021 წელს განხორციელდა 9 პროექტი ქვეყნის 8 ქალაქში – თბილისი, ბათუმი, თელავი და სხვ.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ყველა ახალი ამბავი
0