https://sputnik-georgia.com/20220427/qartveli-gadamzidavebistvis-tvirtebis-turqetsi-gadazidva-gamartivdeba-266269777.html
ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთში ტვირთების გადაზიდვა გამარტივდება
ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთში ტვირთების გადაზიდვა გამარტივდება
Sputnik საქართველო
საქართველომ და თურქეთმა მიმოიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გადამზიდავების მუშაობას ეხებოდა
2022-04-27T18:30+0400
2022-04-27T18:30+0400
2022-04-27T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249377312_0:107:3000:1795_1920x0_80_0_0_174cd5c9a4c7c7738f23320e59be88f6.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თურქეთი ტვირთების გადაზიდვისთვის ქართველ გადამზიდავებს დამატებით ნებართვებს გამოუყოფს. ამის შესახებ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომის შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა.მთავრობათშორისი შეთანხმების თანახმად, ტვირთის გადამზიდავებს ქვეყნების ტერიტორიაზე საქონლის ტრანსპორტირების ან ტრანზიტის დროს ნებართვები სჭირდებათ. ამავდროულად გადაზიდვების რაოდენობაზე წინასწარ შეთანხმებული კვოტები მოქმედებს.გარდა ამისა, კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები.კომისიამ ასევე განიხილა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათშორისი შეთანხმების მოქმედების საკითხები, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას და არსებულ რეგულაციებს ეხება.თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია. რაც შეეხება 2022 წლის პირველ სამ თვეს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 562,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ს შეადგენს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249377312_349:0:2885:1902_1920x0_80_0_0_59f931901315de8aafa8e061418fa109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო გადამზიდავები თურქეთი ტვირთები გადაზიდვა გამარტივება
საქართველო გადამზიდავები თურქეთი ტვირთები გადაზიდვა გამარტივება
ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთში ტვირთების გადაზიდვა გამარტივდება
18:30 27.04.2022 (განახლებულია: 21:06 27.04.2022) საქართველომ და თურქეთმა მიმოიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გადამზიდავების მუშაობას ეხებოდა.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თურქეთი ტვირთების გადაზიდვისთვის ქართველ გადამზიდავებს დამატებით ნებართვებს გამოუყოფს. ამის შესახებ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომის შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა.
მთავრობათშორისი შეთანხმების თანახმად, ტვირთის გადამზიდავებს ქვეყნების ტერიტორიაზე საქონლის ტრანსპორტირების ან ტრანზიტის დროს ნებართვები სჭირდებათ. ამავდროულად გადაზიდვების რაოდენობაზე წინასწარ შეთანხმებული კვოტები მოქმედებს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოეს პერიოდში ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვებისთვის თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები.
კომისიამ ასევე განიხილა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათშორისი შეთანხმების მოქმედების საკითხები, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას და არსებულ რეგულაციებს ეხება.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია. რაც შეეხება 2022 წლის პირველ სამ თვეს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 562,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ს შეადგენს.