https://sputnik-georgia.com/20220427/cinetsi-frinvelis-gripit-adamianis-inficirebis-pirveli-semtxveva-dafiqsirda-266273702.html
ჩინეთში ფრინველის H3N8 გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში ფრინველის H3N8 გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
პირველი სიმპტომების გაჩენამდე ავადმყოფს შინაურ ფრინველთან ჰქონდა კონტაქტი, სახლთან გარეული იხვებიც შენიშნეს
2022-04-27T21:10+0400
2022-04-27T21:10+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23703/88/237038881_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_f7c1d1e81f64480c93a031f49b643598.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ჩინელმა ექიმებმა ჰენანის პროვინციაში დაარეგისტრირეს ადამიანის H3N8 ფრინველის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივი სახელმწიფო კომიტეტი.პაციენტი ოთხი წლის ბიჭია ქალაქ ჩჟუმადანის რაიონიდან. ცნობილია, რომ სიმპტომების დაწყებამდე ბავშვს შინაურ ფრინველთან ჰქონდა შეხება. სახლთან გარეული იხვებიც ნახეს.პირველი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ბიჭს 5 აპრილს გამოუვლინდა, ხუთი დღის შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში მოათავსეს. 24 აპრილს ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვს ჰქონდა H3N8 ინფექცია.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა არის სახეობათაშორისი შემთხვევითი გადაცემა ფრინველიდან ადამიანზე, ხოლო ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე დაბალია.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23703/88/237038881_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_9a7a02c56315b95f3ca12af335e4a682.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი ფრინველი გრიპი ადამიანი ინფიცირება შემთხვევა h3n8
ჩინეთი ფრინველი გრიპი ადამიანი ინფიცირება შემთხვევა h3n8
ჩინეთში ფრინველის H3N8 გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
21:10 27.04.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) პირველი სიმპტომების გაჩენამდე ავადმყოფს შინაურ ფრინველთან ჰქონდა კონტაქტი, სახლთან გარეული იხვებიც შენიშნეს.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ჩინელმა ექიმებმა ჰენანის პროვინციაში დაარეგისტრირეს ადამიანის H3N8 ფრინველის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივი სახელმწიფო კომიტეტი.
პაციენტი ოთხი წლის ბიჭია ქალაქ ჩჟუმადანის რაიონიდან. ცნობილია, რომ სიმპტომების დაწყებამდე ბავშვს შინაურ ფრინველთან ჰქონდა შეხება. სახლთან გარეული იხვებიც ნახეს.
პირველი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ბიჭს 5 აპრილს გამოუვლინდა, ხუთი დღის შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში მოათავსეს. 24 აპრილს ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვს ჰქონდა H3N8 ინფექცია.
„ექსპერტების წინასწარი შეფასებით, H3N8 გრიპის ვირუსი ფრინველის წარმოშობისაა და ის მანამდე ვერ ახერხებდა ადამიანების ეფექტურად დაინფიცირებას. H3N8 ვირუსი აღმოჩენილია ცხენებში, ძაღლებში, ფრინველებში და სელაპებში მთელ მსოფლიოში, მაგრამ ადამიანში H3N8-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა არის სახეობათაშორისი შემთხვევითი გადაცემა ფრინველიდან ადამიანზე, ხოლო ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე დაბალია.