https://sputnik-georgia.com/20220426/raribasvili-yazaxetis-delegacias-sexvda-266242199.html
რა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციასთან
რა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციასთან
Sputnik საქართველო
მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T17:57+0400
2022-04-26T17:57+0400
2022-04-26T22:47+0400
საქართველო
ყაზახეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_b4ad30730057691bfb60b674a6d41abc.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს, იუწყება მთვარობის პრეს-სამსახური.მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით აღინიშნა ყაზახეთი–საქართველოს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობა, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება.შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.ყაზახეთი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საკონსულოს გახსნას გეგმავს>>შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველო და ყაზახეთი ერთმანეთს გამდიდრებაში დაეხმარებიან>>შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო–ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_166:121:1142:853_1920x0_80_0_0_dfa2bb6b1c9b7b485f03b7b103b43cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციასთან
17:57 26.04.2022 (განახლებულია: 22:47 26.04.2022) მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს, იუწყება მთვარობის პრეს-სამსახური.
მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით აღინიშნა ყაზახეთი–საქართველოს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობა, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო–ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებში.