https://sputnik-georgia.com/20220426/ra-reaqcia-mohyva-margvelashvili-saakashvilis-shesazlo-alianss-266242367.html
კლოუნადა თუ ინოვაცია: რა რეაქცია მოჰყვა მარგველაშვილი-სააკაშვილის შესაძლო ალიანსს?
კლოუნადა თუ ინოვაცია: რა რეაქცია მოჰყვა მარგველაშვილი-სააკაშვილის შესაძლო ალიანსს?
Sputnik საქართველო
ორი ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ალიანსი ქვეყანაში განხილვის ნომერი პირველი თემა გახდა. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T18:18+0400
2022-04-26T18:18+0400
2022-04-26T22:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349116_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_bd0864da31fbc51193c0c572fce658a8.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დანიშვნას ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თავად პოლიტიკოსს და „ნაცმოძრაობის“ წევრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.მისი თქმით, საქართველოში, მის გარდა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსმა გამოიცვალა პარტია.მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.„ძალზე უცნაურია. ალბათ ნაყოფიას ხელმძღვანელობა არ აწყობთ, თუ მელიას გვერდზე გაწევა უნდათ, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვით. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, ამ ორიდან რომელი ავირჩიო?“ – განაცხადა ვოლსკიმ. მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დაიკავა. მან მონაწილეობა არჩევნებში „41" ნომრით მიიღო და წარმოადგენდა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. მარგველაშვილი საკუთარ თავს ივანიშვილის ერთგულ მეგობრად და თანამოაზრედ წარმოაჩენდა, მაგრამ მას ურთიერთობა მმართველ პარტიასთან მალე, მისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე გაუფუჭდა.ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარგველაშვილმა უარი თქვა ახალ შენობაში გადასვლაზე და საპრეზიდენტო ავლაბრის სასახლე დაიკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. შემდეგ იყო მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტებზე დადებული ვეტოები, მათ შორის, განახლებული კონსტიტუციის პროექტზე. სადავო თემა გახდა პრეზიდენტის უფლება შეწყალებაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე. მარგველაშვილი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ოპოზიციას მხარს ღიად უჭერდა.მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მარგველაშვილმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი რამდენჯერმე მოინახულა. გარდა ამისა, 15 აპრილს იგი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, კიევში წასვლის გადაწყვეტილება მან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20220421/nacmozraobis-aqciebze-oartiis-dasla-unda-izeimon-deputati-266150936.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349116_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_9750d5b9bee8b4ed70955547c99c8bdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
კლოუნადა თუ ინოვაცია: რა რეაქცია მოჰყვა მარგველაშვილი-სააკაშვილის შესაძლო ალიანსს?
18:18 26.04.2022 (განახლებულია: 22:53 26.04.2022) ორი ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ალიანსი ქვეყანაში განხილვის ნომერი პირველი თემა გახდა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დანიშვნას ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.
მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თავად პოლიტიკოსს და „ნაცმოძრაობის“ წევრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
„თუ ეს მოხდება, ეს იქნება პრეცენდენტი, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში გაერთიანდება, ეს ქართული პოლიტიკისთვის ინოვაცია იქნებოდა“, – განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში, მის გარდა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსმა გამოიცვალა პარტია.
მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ძალზე უცნაურია. ალბათ ნაყოფიას ხელმძღვანელობა არ აწყობთ, თუ მელიას გვერდზე გაწევა უნდათ, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვით. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, ამ ორიდან რომელი ავირჩიო?“ – განაცხადა ვოლსკიმ.
მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დაიკავა. მან მონაწილეობა არჩევნებში „41" ნომრით მიიღო და წარმოადგენდა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. მარგველაშვილი საკუთარ თავს ივანიშვილის ერთგულ მეგობრად და თანამოაზრედ წარმოაჩენდა, მაგრამ მას ურთიერთობა მმართველ პარტიასთან მალე, მისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე გაუფუჭდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარგველაშვილმა უარი თქვა ახალ შენობაში გადასვლაზე და საპრეზიდენტო ავლაბრის სასახლე დაიკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. შემდეგ იყო მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტებზე დადებული ვეტოები, მათ შორის, განახლებული კონსტიტუციის პროექტზე. სადავო თემა გახდა პრეზიდენტის უფლება შეწყალებაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე. მარგველაშვილი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ოპოზიციას მხარს ღიად უჭერდა.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მარგველაშვილმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი რამდენჯერმე მოინახულა. გარდა ამისა, 15 აპრილს იგი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, კიევში წასვლის გადაწყვეტილება მან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.