https://sputnik-georgia.com/20220421/nacmozraobis-aqciebze-oartiis-dasla-unda-izeimon-deputati-266150936.html
„ნაცმოძრაობის“ აქციებზე პარტიის დაშლა უნდა იზეიმონ - დეპუტატი
„ნაცმოძრაობის“ აქციებზე პარტიის დაშლა უნდა იზეიმონ - დეპუტატი
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს. 21.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-21T16:29+0400
2022-04-21T16:29+0400
2022-04-21T20:16+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ქვეყანას წაადგება, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიიდან „გირჩი“ იაგო ხვიჩიამ.„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას, თუმცა ამბობენ, რომ თავად პროტესტის წინააღმდეგი არ არიან.„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას არ ვაპირებთ. აქციებიც და პროტესტიც არის კონსტიტუციური უფლება და თქვენ იცით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" არასდროს ამ პროტესტის ან ე.წ. ქუჩის აქციების დროს უკან არ დაუხევია, თუ ეს თანხვედრაში მოდის იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს იქნება ბრძოლა არა პარტიული, არამედ ზოგადეროვნული მიზნებისა და ამოცანებისთვის.„ნაციონალური მოძრაობის“ ამბიციური გეგმები და ავტორიტეტული პარტიების რეაქცია>>„ჩვენ ვგეგმავთ აქციებსაც, ჩვენ ვგეგმავთ პროტესტსაც. ეს არ არის არც პარტიული ამოცანა და არც ზოგადად ოპოზიციური ამოცანა. ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა და ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად ყველანი უნდა დავირაზმოთ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.„ნაცმოძრაობის“ გეგმები ვადამდელ არჩევნებზე არარეალისტურია - დეპუტატი>>თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობის“ აქციებზე პარტიის დაშლა უნდა იზეიმონ - დეპუტატი
16:29 21.04.2022 (განახლებულია: 20:16 21.04.2022) ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ქვეყანას წაადგება, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიიდან „გირჩი“ იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
„ახლა არც ქვეყანაშია საზეიმო მდგომარეობა, არც სამყაროშია, არც „ნაციონალური მოძრაობის" თავს არის საზეიმო მდგომარეობა. თუ რაღაც უნდა იზეიმოს ხალხმა და „ნაციონალურმა მოძრაობამაც", არის, რომ თუ ასეთ შეკრებაზე გამოაცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ – ეს ყველასთვის კარგია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას, თუმცა ამბობენ, რომ თავად პროტესტის წინააღმდეგი არ არიან.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას არ ვაპირებთ. აქციებიც და პროტესტიც არის კონსტიტუციური უფლება და თქვენ იცით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" არასდროს ამ პროტესტის ან ე.წ. ქუჩის აქციების დროს უკან არ დაუხევია, თუ ეს თანხვედრაში მოდის იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.
ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს იქნება ბრძოლა არა პარტიული, არამედ ზოგადეროვნული მიზნებისა და ამოცანებისთვის.
„ჩვენ ვგეგმავთ აქციებსაც, ჩვენ ვგეგმავთ პროტესტსაც. ეს არ არის არც პარტიული ამოცანა და არც ზოგადად ოპოზიციური ამოცანა. ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა და ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად ყველანი უნდა დავირაზმოთ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.
კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.