https://sputnik-georgia.com/20220420/nacmozraobis-gegmebi-ararealisturia-deputati-266128136.html
„ნაცმოძრაობის“ გეგმები ვადამდელ არჩევნებზე არარეალისტურია - დეპუტატი
„ნაცმოძრაობის“ გეგმები ვადამდელ არჩევნებზე არარეალისტურია - დეპუტატი
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ გეგმების რეალისტურობაში თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებსაც ეჭვი ეპარებათ. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T18:57+0400
2022-04-20T18:57+0400
2022-04-20T21:54+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434233_0:256:3092:1995_1920x0_80_0_0_17359a5990d4c8a08e8f1d0638359f7c.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, რომ მიაღწიონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, არარეალისტურია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.უფრო ადრე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რათა ხელისუფლება აიძულოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და ამით მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ ცნობილი გახდა ლევან ხაბეიშვილის კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილთან ციხეში.როგორც მანამდე ხაბეიშვილმა განაცხადა, მასობრივი დემონსტრაციების საბაბი უნდა გახდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციონერები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის" მუქარა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს>>ხაბეიშვილმა ასევე დაამატა, რომ კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს იტყოდა.თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434233_131:188:2611:2048_1920x0_80_0_0_356b76d27fba6c46cbe502746c7d841d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობის“ გეგმები ვადამდელ არჩევნებზე არარეალისტურია - დეპუტატი
18:57 20.04.2022 (განახლებულია: 21:54 20.04.2022) პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ გეგმების რეალისტურობაში თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებსაც ეჭვი ეპარებათ.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, რომ მიაღწიონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, არარეალისტურია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
უფრო ადრე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რათა ხელისუფლება აიძულოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და ამით მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ ცნობილი გახდა ლევან ხაბეიშვილის კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილთან ციხეში.
„პრობლემაა ასეთი არარეალისტური გეგმების დასახვა და მერე საკუთარი მედიასაშუალებებით ამის რეალობად გასაღება. მაგრამ იმდენჯერ ჩავარდა ეს ამბავი, რომ იმედი მაქვს, თავად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც ეჭვს შეიტანენ ამ გეგმების რეალურობაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც მანამდე ხაბეიშვილმა განაცხადა, მასობრივი დემონსტრაციების საბაბი უნდა გახდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციონერები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ხაბეიშვილმა ასევე დაამატა, რომ კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს იტყოდა.
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.